Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/preview.php_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/preview.php_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/preview.php_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/preview.php_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისია აგრძელებს ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიას და მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები. 16 მაისს საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიწყო ამომრჩეველთა ბარათების დარიგება, ეს პროცესი 26 მაისს დასრულდება. მონაცემების გადამოწმება კი შესაძლებელია საინფორმაციო ბარათში ან ვებ-გვერდზე - cesko.ge განთავსებულ ამომრჩეველთა ბაზაში. თუ თქვენ ვერ მიიღეთ საინფორმაციო ბარათი, აუცილებლად დაუკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ცენტრს, ნომერზე - 2 51 00 51. ამომრჩევლების მიერ მომართვის ბოლო ვადაა 29 მაისი. დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა განაცხადა,რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მათ შორის აღნიშნული დოკუმენტების ვადის გასვლის გამო, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დროულად უნდა აიღონ ახალი პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი მაინც. ამისთვის მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. "2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე. ამიტომ მოგიწოდებთ, დროულად გადაამოწმოთ თქვენი მონაცემები და 27 მაისის ჩათვლით მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს" - განაცხადა ეკატერინე აზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.