Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/mariam_jashi_4097.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/mariam_jashi_4097.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/mariam_jashi_4097.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/mariam_jashi_4097.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
1 ივლისიდან C ჰეპატიტით ინფიცირებულებს სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ
C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებს სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით 1 ივლისიდან შეუძლიათ. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით,  სამკურნალო მედიკამენტების მოწოდება უკვე განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით,  C ჰეპატიტით დაავადებულ ბენეფიციართა რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ პროგრამაში 2014 წლის 1 თებერვლიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, კომისიური წესით განხილულია და დადებითი დასკვნა გაცემულია 1295 ბენეფიციარზე. სააგენტოს სულ 1500-მდე პირმა მიმართა, საიდანაც 33 პირს უარი ეთქვა, 1295-ზე დადებითი დასკვნა გაიცა, დანარჩენებს კი, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალათ. "დადებითი დასკვნის მქონე ბენეფიციარებმა 25 ივნისიდან უნდა უზრუნველყონ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ან სამინისტროში რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარმოდგენა. რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარმოდგენის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს თანხმობის წერილის გაცემას სამი სამუშაო დღის ვადაში. პაციენტებმა თანხმობის წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართონ შესაბამის აფთიაქს მედიკამენტის მისაღებად. პაციენტზე დასაშვებია ერთდროულად არაუმეტეს 1 თვის სამყოფი რაოდენობის მედიკამენტის გაცემა. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განაცხადების მიღება და კომისიური განხილვები", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე თქმით, პაციენტებს მედიკამენტების მიღება-შეძენა შეეძლებათ პსპ-ს აფთიაქებში შემდეგ მისამართებზე: თბილისში – იოსებიძის ქ. #60, ქუთაისში – ბროსეს ქ. #5 და ბათუმში გოგებაშვილის ქ. #32. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, შეღავათიანი ფასი ვრცელდება საჯარო სექტორში 10 000 პაციენტზე, რომელთაც მიეცემათ საშუალება შეიძინონ პეგილირებული ინტერფერონი 180 მკგ/1 მლ ფლაკონი ფიქსირებულ ფასად, ეროვნულ ვალუტაში არაუმეტეს 92.88 აშშ დოლარის ექვივალენტი ღირებულებით. ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მედიკამენტის ფასის შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ასევე ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე და ცხელ ხაზზე 15 05.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.