Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/axali-kimia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/axali-kimia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/axali-kimia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/axali-kimia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
შსს ქიმიური ინციდენტის აღმოფხვრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შსს ჩოხატაურის რაიონში ქიმიური ინციდენტის აღმოფხვრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. "შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა დაბა ჩოხატურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხარი ქიმიური ინციდენტი აღმოფხვრეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამორიგეოში შევიდა შეტყობინება, რომ ჩოხატაურის რაიონში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, სავარაუდოდ რადიაციული გაჟონვა მოხდა. სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. სამაშველო ჯგუფების მისვლამდე პერიმეტრი შემოსაზღვრეს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის პატრულ-ინსპექტორებმა. გურიის სამხარეო მთვარი სამმართველოს ჩოხატაურის სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა ადგილზე მისვლისთანავე უსაფრთოების საჭირო ზომები მიიღეს, სახიფათო ზონები შეამოწმეს და ვითრება შეაფასეს. შსს-ს მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინეს ლითონის 3 ბალონი. მათ მიერ ქიმიური და რადიაციული საშიშროების საანალიზო სპეციალური დეტექტორების და ხელსაწყოების საშუალებით ჩატარებული დაზვერვითი სამუშოების შედეგად რადიაციული საფრთხე არ აღმოჩნდა. პირველადი ანალიზით დადგინდა, რომ ლითონის ბალონებში იყო ქლორი ან ქლორის შემცველი ნივთიერება, რომელმაც გაჟონა და გამოიწვია მოქალაქეების მსუბუქი ტოქსიკაცია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა ინდიცენდის ლიკვიდაცია სრულად განახორციელეს. ბალონები შესაბამისი წესების დაცვით გადაიტანეს უსაფრთხო ადგილას, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ზედამხედველობით დაიგეგმა მათი შემდგომი გაუვნებელყოფა და სრული უტილიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.