Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/DSC_0015.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/DSC_0015.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/DSC_0015.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/DSC_0015.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა
"საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრსა და ჩეხეთის განვითრების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეები "საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებენ. მემორანდუმის მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადებას სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით, ასევე ჩეხეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებას დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში ფინანსური სახსრების გადანაწილების კუთხით. "ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დეცენტრალიზაციის რეფორმას საქართველოში, რაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ შეიქმნას თვითმმართველობის სისტემა, სადაც ხელისუფლება უფრო მეტად ანგარიშვალდებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მიმართ. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმოვადგენთ ამ პროექტის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას, დეცენტრალიზაციის რეფორმის განმახორციელებელი ორი ძირითადი სამინისტროს ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და მათთვის რეფორმის პროცესის სხვადასხვა ასპექტში მხარდაჭერას", _ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა. ამავე მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხეთის განვითრების სააგენტო პროექტს 4 000 0000 ჩეხური კრონით (200 400 ევრო, 2014 წლის 11 ივნისის ოფიციალური სავალუტო კურსით) დააფინანსებს. "ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო დაწესებულებებს და უნივერსიტეტებს მონაწილეობა მიიღონ პროექტში ან ითანამშრომლონ საქართველოს ინსტიტუტებთან. ჩვენ გვსურს საქართველოს გავუზიაროთ საჯარო მმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმიდან მიღებული გამოცდილება. ჩეხეთის რესპუბლიკა დახმარებას გაუწევს საქართველოს რამდენიმე საკითხთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებასთან. ეს პროექტი სწორედ ამის მაგალითია", - აღნიშნა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა მიხაელ კაპლანმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ძალაშია 2016 წლის ბოლომდე. "ეს მნიშვნელოვანი მემორანდუმია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩეხურ მხარეს იმისთვის, რომ იგი ამ პერიოდის განმავლობაში გაგვიწევს როგორც ტექნიკურ, ისე ექსპერტულ დახმარებას, ისეთი მნიშვნელოვანი თემების მიმართულებით, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობა, ზოგადად, მმართველობა, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის იმპლემენტაცია", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.