Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mzaaa1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mzaaa1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mzaaa1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/mzaaa1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენის ანგარიშის განხილვას იწყებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას იწყებს. დოკუმენტი, რომელიც ომბუდსმენმა კანონმდებლებს განსახილველად აპრილის დასაწყისში წარუდგინა, საკომიტეტო სხდომაზე დღეს გავა. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ანგარიშს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ. იმავდროულად კომიტეტი მთავრობისგან ითხოვს პასუხებს, გასული წლის ანგარიშის საფუძველზე მიცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. მომზადდება ახალი რეკომენდაციებიც. პარლამენტში წარდგენილი სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში 2013 წელს არსებულ მდგომარეობას ასახავს. 2013 წელს სახალხო დამცველის ოფისს 11 ათასზე მეტმა პირმა მიმართა, რაც როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია და ოფისისადმი გაზრდილ მოლოდინებზე, დარღვეული უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყანაში თავისუფალი გარემოს არსებობაზე მეტყველებს. დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია ფასდება, რაც წლების განმავლობაში სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანს წარმოადგენდა, თუმცა მეორე მხრივ, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მთელი სიმწვავით წამოიწია სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის აქტიურმა გამოვლინებამ, რასაც ცალკეულ შემთხვევებში, ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. სახალხო დამცველმა კანონდარღვევად შეაფასა 2013 წლის ივნისში მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტზე აუცილებელია გამოძიების ჩატარება. მისივე შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩება ე.წ. "ტრაქტორების საქმეზე".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.