ჟურნალ "შარლი ებდოს" ნომერი 25 თებერვალს გამოვა
ფრანგული სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" მომდევნო ნომერი 25 თებერვალს გამოვა. ამის შესახებ გამოცემის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა , ლორან ლეჟემ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ცოტა მოთმინება გვჭირდება, "შარლი ებდო" ყველა საგაზეთო ჯიხურში 25 თებერვალს გამოჩნდება", - წერს ჟურნალისტი. სატირული ჟურნალის რედაქტორებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ისინი რამდენიმე კვირით შეისვენებდნენ და შემდეგ კვლავ დაუბრუნდებოდნენ მუშაობას. ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე 7 იანვარს ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ მთავარი რედაქტორი და სამი წამყვანი კარიკატურისტი.

მასალის გამოყენების პირობები