14 თებერვლამდე საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, რომ 14 თებერვლამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლჭყაპი და წვიმა, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კი იწვიმებს. საქართველოს მთასა და მაღალმთაში, ითოვებს.
სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში 11-12 თებერვალს თოვლჭყაპს პროგნოზირებენ. ზოგიერთ რაიონში კი, იწვიმებს. ღამით ჰაერის ტემპერატურა ბარში -1;+4, ხოლო დღისით +3;+8 გრადუსი იქნება.
11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, 14 თებერვლის შემდეგ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და მცირედით დათბება.
სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, 14 თებერვლის შემდეგ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და მცირედით დათბება.
მასალის გამოყენების პირობები