საზოგადოება
საქსტატის მონაცემებით, აპრილში საკვები პროდუქტები და თამბაქო გაძვირდა
საქსტატის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის აპრილში ფასები გაიზარდა დამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ წარმოებაზე,საკვებ პროდუქტებსა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ 2015 წლის აპრილის ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში, 2015 წლის მარტთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის აპრილთან შედარებით კი, 8,7 პროცენტით. 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 78,4 პროცენტით. "2015 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 2,7 %-ით ზრდამ, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქიმიურ წარმოებაზე (22,8%) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (1,9 %)", - ნათქვამია განცხადებაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე - დამამუშავებელი მრეწველობა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება. "დამამუშავებელი მრეწველობა - ფასები 11,1 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 9,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (18,1 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (6,9 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (30,7 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - ფასები შემცირდა 4,1 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,54 პროცენტული პუნქტით აისახა", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.