მთავრობამ საპატრიარქოს მესტიაში მიწა უსასყიდლოდ გადასცა
საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მესტიაში მიწის
ნაკვეთი და მასზე განთავსებული
შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ გადასცა. შესაბამისი განკარგულება
მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა დაბა მესტიაში მდებარე 1 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
განკარგულების შესრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველჰყოს.
მასალის გამოყენების პირობები