სამხარეო ადმინისტრაცია: "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვითარება სტაბილურია" (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,
დიდთოვლობის შემდეგ მთელ რეგიონში
ვითარება სტაბილურია.
როგორც გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ რადიო "ათინათს" განუმარტა, გზებზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი, დარჩენილია მხოლოდ ჯვარი-მესტიის მონაკვეთი, სადაც დღის ბოლომდე ასევე სრულად იქნება გადაადგილება შესაძლებელი.
"ვითარება სტაბილურია, მხოლოდ 4 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ეს პრობლემაც დღის ბოლომდე მოგვარებული იქნება. რაც ეხება გზებს, ამმხრივ პრობლემები აღარ არსებობს, გზები პერმანენტულად იწმინდება", - განაცხადა ქანთარიამ.
რაც შეეხება ამინდს, რეგიონში თოვა შეწყდა. ხვალიდან კი ტემპერატურა მოიმატებს.

მასალის გამოყენების პირობები