Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/download.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/download.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/download.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/download.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
დევნილთა სამმართველოში საცხოვრებელი სახლების მოთხოვნაზე სულ 448 აპლიკაციაა შევსებული
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების გადაცემასთან დაკავშირებით აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოში სპეციალური აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დასრულდა. გასულ თვეს საცხოვრებელი სახლის მოთხოვნაზე სულ 448 აპლიკაცია იქნა შევსებული. როგორც რადიო "ათინათთან" საუბარში დევნილთა რეგიონალური სამმართველოს უფროსი ირაკლი ქოჩუა აცხადებს, პირველი ეტაპი ზუგდიდის ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს რეაბილიტირებულ შენობაში ჩასახლებულ 75 ოჯახს ეხებოდა. თუმცა აქვე დასძენს რომ ამ დროისთვის დევნილთა სამმართველოში სულ 448 აპლიკაციაა საცხოვრებელი სახლის მოთხოვნით შემოსული. "შემოსულ განცხადებებს სპეციალური კომისია გადაამოწმებს და თვის ბოლოს გახდება ცნობილი თუ რომელი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით", -განაცხადა რადიო "ათინათთან" საუბარში ქოჩუამ. რადიო "ათინათის" კითხვაზე ითხოვენ თუ არა დევნილები კერძო სახლების შეძენას? ქოჩუას განცხადებით ზემოაღნიშნულის მოთხოვნით ამ დროისთვის სულ 200-მდე განაცხადია შემოსული თითოეული სახლი 10 000 დოლარამდეა შეფასებული.ეს სახლები ჯერ დევნილთა სამინისტრომ უნდა შეისყიდოს და შემდეგ მოხდება მათი დევნილებისთვის გადაცემა და დაკანონება რაც სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება"",- განაცხადა ქოჩუამ. აქვე ქოჩუა დასძენს, რომ საცხოვრებულ სახლების გადაცემა დევნილთათვის სხვადასხვა კრიტერიუმებით და ქულების დაჯამებით მოხდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.