Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/hqdefault.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
„გამჭვირვალობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ე.წ „ბრუნავი კარის“ პრეზენტაცია გამართეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში დღეს, 4 დეკემბერს ახალი კვლევის - ე.წ „ბრუნავი კარის“ პრეზენტაცია გამართეს. კვლევა, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობას და ამ პროცესებთან დაკავშირებულ კორუფციის საფრთხეებს გულისხმობს. როგორც შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ განმარტა, „ბრუნავი კარის“ პროცესი პრობლემად მაშინ იქცევა, როდესაც ბიზნესიდან სახელმწიფო თანამდებობაზე მოსული პირები თავიანთი მდგომარეობას კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ იყენებენ. მისივე თქმით, ასევე მაშინ, როდესაც ბიზნესში წასული ყოფილი თანამდებობის პირები, ხელისუფლებაში შენარჩუნებული კონტაქტები და გავლენის წყალობით, ბაზარზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. „გამჭვირვალობის“ კვლევაში საუბარია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებზე რომლებსაც ბიზნესინტერესები გააჩნიათ. მათ შორის არიან: კანდიდ კვიციანი, რუსუდან კერვალიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, დავით კეზერაშვილი, კახი კალაძე და ა.შ. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ანალოგიურ კვლევას სამეგრელოს მასშტაბითაც ატარებენ, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ. ერთ საათიანი შეხვედრის ბოლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებული ფილმი - „რა უნდა იცოდეს ხალხმა?“ უჩვენეს. ფილმში ასახული იყო, ხელისუფლების მხრიდან, მესტიასა და ანაკლიაში კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.