ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება აღუდგა
უამინდობამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები წყალმომარაგებასთან ერთად ელექტროენერგიასაც შეუქმნა. როგორც რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ განუცხადა ამ დროისთვის ადგილობრივებს წყალმომარაგება და ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
" მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უბანში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და საღამოსკენ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება", -განუცხადა რადიო "ათინათთან" გაგუამ.
მასალის გამოყენების პირობები