Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/DSC02552.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/DSC02552.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/DSC02552.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/DSC02552.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ზუგდიდში განიხილეს

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები დღეს, 12 დეკემბერს ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განიხილეს.

მთავრობის წარმომადგენლებმა მომდევნო წლის ბიუჯეტი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ასევე, პროფესორ-მასწავლებელებსა და სტუდენტებს გააცნეს. 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია: ჯანდაცვა დ სოციალური დახმარებები, განათლება, სოფლის მეურნეობა, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. შეხვედრის მონაწილეებმა კითხვები ძირითადად საბავშვო ბაღების, ინფრასტრუქტურისა და დევნილების საკითხზე დასვეს. შეხვედრაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული თემები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის და სწორედ მათ უნდა წარუდგინონ მთავრობას მუნიციპალიტეტისთვის საჭირო პროექტები. მისვე თქმით, ცხადია ყველა პრობლემური საკითხი ერთ წელიწადში ვერ მოგვარდება. თავის მხრივ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ უკვე 100-ზე მეტი პროექტი აქვთ წარდგენილი. მათ შორის, კომბინატის დასახლებაში სტადიონის, ყინულის სასახლის, გზების, ხიდ-ბოგირების, 10-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა და ა.შ. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა NDI-ს წარმომადგენელი საქართველოში ლიუს ნავარო. მან დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. „ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეძლებოდათ ინფორმაციის მიღება 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე. ასევე, კონსულტაციები გაგრძელდება 2014 წლის გაზაფხულისთვის, როდესაც პარლამენტი 2015 წლის ბიუჯეტზე მზადებას დაიწყებს , - განუცხადა ჟურნალისტებს ლუის ნავარომ. პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ბიუჯეტის განხილვა მის დამტკიცებამდე სჯობდა. „მაგრამ სულ, რომ არ გვემსჯელა იმას მანც ეს ჯობდა. ამასთანავე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს წუხილს, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის დამტკიცება ოპონენტების გარეშე მოგვიწია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ებაინოიძემ. ცნობისთვის, 2014 წლის ბიუჯეტი გუშინ 11 დეკემბერს პარლამენტმა 86 ხმით არც ერთის წიინააღმდეგ დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ  საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელბი ბიუჯეტის დამტკიცებას   არ ესწრებოდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანო სოსო ჯავლიანისა და გიორგი ბარამოძის დაპირისპირების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.