Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდა
ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე ამჟამად მიმალვაში იმყოფებიან. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 2 აპრილს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა -შენახვის ფაქტზე დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული ელდარ ქობალია, რომელიც გადაყვანილი იქნა ზუგდიდის პოლიციის შენობაში, სადაც აწამეს,მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება და მეგის ქარდავა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად თხოვდა ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას. როგორც ირკვევა იმავე ღამით ზუგდიდში ჩავიდნენ და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე იოსებ თოფურიძე და შს სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები. იმავე დღეს ე.ქობალიას ასახლებენ ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. 2011 წლის 4 აპრილს კი ელდარ ქობალიას და კობა მატკავას უკვე აკავებს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე. 5 აპრილს, გამთენიისას ნაცემი და ნაწამები ელდარ ქობალია ზუგდიდიდან გადაყვანილი და შესახლებული იქნა "მოდულის" შენობაში განთავსებულ ქ. თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. 2011 წლის 6 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ე.ქობალიას და კობა მატკავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და შესახლებული იქნენ სად-ის მე-8 დაწესებულებაში. პატიმარ ელდარ ქობალიაზე ზეწოლის გაგრძელების მიზნით, მე-8 დაწესებულების დირექტორის - ალექსანდრე მუხაძის უკანონო სიტყვიერი ბრძანებით, ელდარ ქობალია შესახლებისთანავე მოთავსებული იქნა ე.წ. "ფუქსებში", რომელიც წარმოადგენდა გისოსებიან ოთახს და პატიმართა მხოლოდ რამოდენიმე საათით მოთავსებისათვის გამოიყენებოდა, ვინაიდან არ არის აღჭურვილი ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური საშუალებებით. ელდარ ქობალია ასეთ გაუსაძლის პირობებში გაჩერებული ჰყავდათ 6 დღის განმავლობაში", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ. მისივე თქმით, 2011 წლის 11 აპრილს, მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია. "მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, დაიწყეს ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამება - ისინი რამოდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ ცემდნენ მითითებულ პირებს, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას მეგის ქარდავა და გაგა მკურნალიძე იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გახდა დასატენი. წამების დროს, ელდარ ქობალიამ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და დაკარგა გონება. რამოდენიმე საათიანი წამების შემდგომ, მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ გონებადაკარგული ელდარ ქობალია ოთახის კარებთან მიათრიეს და იქვე დატოვეს. მოგვიანებით სად N8 დაწესებულების თანამშრომლებმა ხსენებული პატიმრები დააბრუნეს თავიანთ საკნებში. წამების შედეგად, ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც, 2011 წლის 11 აპრილს, შუადღისას, ციხის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, ფაქტიურად უგონო მდგომარეობაში მყოფი ე.ქობალია ე.წ. ,,ფუქსებიდან" გადაყვანილი იქნა საკანში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ვიზუალურად გასაკონტროლებლად, შესახლებული იქნა სხვა პატიმარი. მოგვიანებით ელდარ ქობალიას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, იმავე დღეს გარდაიცვალა", - განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, გამოძიება აგრძელებს მუშაობას ზუგდიდში ქობალიას მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების ჩამდენი პირების ბრალეულობის დასადგენად. ბრალდებულების მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.