Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/bacho.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/bacho.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/bacho.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/bacho.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
დათა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, კუდ-ის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა, კონსტანტინე კაციტაძემ განაცხადა, ბრალდების შესახებ გამოტანილია დადგენილებები ყოფილი მაღალჩინოსნების, კუდ-ის ყოფილი უფროსის დავით ახალაიას და კუდ-ის პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსის გერონტი ალანიას მიმართ. პროკურორის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის სექტემბერში, ვინმე დათო, გაცნობისა და ურთიერთობის მიზნით მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდა ვამეხ აბულაშვილის მეგობარ გოგოს, რაც ვ. აბულაშვილთან სიტყვიერი სატელეფონო შელაპარაკების მიზეზი გახდა. "ხსენებული დათო შემდგომში აღმოჩნდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დავით ახალაია. ამ საუბრიდან მალევე, 5 ოქტომბერს, ვამეხ აბულაშვილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვალერიან მეტრეველი და წინასწარ შეთხზული მიზეზით იმავე დღეს, შეხვდა ვამეხ აბულაშვილს, რომელსაც ახლდა მეგობარი კახაბერ დაბრუნდაშვილი. შეხვედრისას ვალერიან მეტრეველმა სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ დახვდნენ: დათა ახალაია, გერონტი ალანია და მათთან ერთად მყოფი ათამდე შეიარაღებული გამოძიებით დაუდგენელი პირი. დათა ახალაიამ შურისძიების მოტივით, მის წინაშე იძულებით მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფ ვამეხ აბულაშვილს, სახის არეში ფეხი დაარტყა, რის შემდგომაც ახალაიამ მის თანმხლებ პირებთან ერთად მათი უმოწყალოდ ცემა დაიწყეს. მას შემდეგ რაც მათ გული იჯერეს აბულაშვილის ცემით და დამცირებით, ახალაიამ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, მიმართა დაჩოქილი აბულაშვილის და მისი მეგობრის დაბრუნდაშვილის მიმართულებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კითხა თუ რომელი მოეკლა პირველი, რის შემდეგაც მათ მიმართულებით მოახდინა გასროლა ჰაერში. ასევე, ახალაიამ კატეგორიულად გააფრთხილა ისინი, რომ მომხდარი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მათ და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. აქვე გაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტი გამოვლენილი იქნა სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის განახლებული გამოძიების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ როგორც სანდრო გირგვლიანის ისე ვამეხ აბულაშვილის შემთხვევაში დანაშაულის ადგილი იდენტურია, კერძოდ, ორივე შემთხვევა მოხდა სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 333-ე, 143-ე, 144 პრიმა 1 და პრიმა 3 მუხლებით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით", - განაცხადა კონსტანტინე კაციტაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.