Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/DSC03617.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/DSC03617.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/DSC03617.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/DSC03617.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სოფელ ოდიშის მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს
სოფელ ოდიშის მოსახლეობას პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა დღეს, 10 თბერვალს რამდენიმე საათით ჰქონდა გადაკეტილი, სოფლის პრობლემების მოგვარებას ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ. ადგილობრივები შიდაგზების მოხრეშვას, სანიაღვრე სისტემიოს მოწყობას, ელექტროსადენების გამოცვლას და წისქვილის შეკეთებას ითხოვდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეები იმ ტრაქტორის დაბრუნმებას ითხოვენ, რომელიც სამართალდამცავებმა რამდენიემე თვის წინ საჯარიმოზე გადაიყვანეს. „აქ წყლის მილები გადიოდა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს ჩვენთვის უცნობმა პირებმა ამოიღეს. სწორედა, ამ ნარჩენი მილებისგან გადავწყვიტეთ სანიაღვრე სისტემის, შეძლებისდაგვარად, მოწყობა. თუმცა ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს ეს უკანონოა და წაიყვანეს ტრაქტორი, ახლაც იქ ჰყავთ. ვითხოვთ ამ ტრაქტორის დაბრუნებას“,- უთხრა რადიო „ათინათს“ თორნიკე ბულიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლის მოსხლეობას პრობლემებს ეტაპობრივად მოუგვარებენ. ხოლო, რაც შეეხება ტრაქტორს, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გურგებნ სართანიას თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მის მფლობელს დაუბრუნებენ. „სოფლის მხარდამჭერი პროგრამით მოხდება მათი პრობლემების მოგვარება. როგორც შარშან ისე წელსაც შეიკრეიბება სოფლის კრება და თვითონ გადაწყვეტენ თუ რომელ პრობლემას მოაგვარებენ პირველად, ეს მათი უფლებაა“, - ამბობს გურგენ სართანია. რაც შეეხება დაზიანებული და მოძველებული ელექტროსადენების გამოცვლას, სართანიას განმარტებით, ეს გამგეობის პრეროგატივას არ წარმოადგენს და ამ პრობლემაზე „ენერგო პრო ჯორჯიამ“ უნდა მოახდინოს რეაგირება. შეგახსენებთ, სოფელ ოდიშის მოსახლეობამ წალენჯიხა-ზუგდიდის საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათით გადაკეტეს. მათ გზა მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელების მისვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.