Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/05_12_2013_10_51_5503.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/05_12_2013_10_51_5503.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/05_12_2013_10_51_5503.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/05_12_2013_10_51_5503.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
რამდენიმე თვეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ახალი რეანომობილები ეყოლებათ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ყველა რეგიონისთვის 220 ახალი რეანომობილის შესაძენად გამოცხადებული  ელექტრონული ტენდერი ჩაიშალა.  როგორც სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ უტიაშვილმა რადიო "ათინათს" განუცხადა, ახალი რეანომობილები ყველა სამედიცინო დაწესებულებას 5-6 თვეში ეყოლება. სანამ ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებისთვის ახალ რენომობილებს შეიძენს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი 33 სოფელი 6 სასწრაფო დახმარების მანქანის იმედზეა დარჩენილი, რეგიონის მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას სამედიცინო სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი, მარინა წულეისკირი რადიო "ათინათთან"  საუბარში აღნიშნავს, რომ გავრცელებული ვირუსული ეპიდემიების გამო გამოძახებების რაოდენობამ იმატა, მისივე თქმით არის ისეთი შემთხვევებიც როცა გამოძახების შემთხვევაში რეგიონში მობილიზებული ყველა ბრიგადა გასულია, ამიტომ  ვერ ხერხდება მოქალაქეებისთვის სასწრაფო დახმარების დროული ამღმოჩენა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ხშირია ცრუ გამოძახებების შემთხვევაც.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, რეგიონებისთის განკუთვნილი სასწრაფო დახმარების მანქანები უნდა იყოს მაღალი გამავლობის, 2013-1014 წლებში გამოშვებული. თითოეული ავტომობილი აღჭურვილი იქნება საკაცით, სხვადასხვა სათავსოებით, სამაგრით, ექიმის სავარძლით, საკაცითა და სხვა სპეციფიკური მოწყობილობებით.

ახალ მანქანებს უნდა ჰქონდეს წინა და უკანა სალონების გათბობისა და გაგრილების, ასევე, ვენტილაციის სისტემა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველმა ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა მიაწოდოს, აქედან, ავტომობილთა 50% 2014 წლამდე უნდა იყოს შემოყვანილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.