Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/goga-anchabadze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/goga-anchabadze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/goga-anchabadze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/goga-anchabadze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული - მსურს, რომ ჩემი საქმე სხვა რეგიონის სასამართლომ განიხილოს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო განხილვაზე საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის ადვოკატმა მოსამართლის ირაკლი აბშილავას აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლის აცილების მოთხოვნის მიზეზად ადვოკატი, ალექსანდრე თათელიშვილი  ანჩაბაძის საქმეზე ზუგდიდში გამოწვეულ რეზონანსს ასახელებდა და განმარტავდა, რომ საქმის მიმართ არსებულმა დაინტერესებამ და საზოგადოებაში ჩამოყალიბებულმა აზრმა შეიძლება გავლენა იქონიოს მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შაუმდგომლობა არ  დააკმაყოფილა. მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა შუამდგომლობებიც. ბრალდებულს ამჯერადაც უარი ეთქვა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე , მიუხედავად იმ გარემოებისა რომ დაცვის მხარის მიერ გირაოს საფასური 6 დან 10 ათას ლარამდე გაიზარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ანჩაბაძის ჯანმრთელობის მძიე  მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვდა და განმარტავდა, რომ მას აუცილებლად ესაჭირეობა რამდენიმე ოპერაცია და განსაკუთრებული მკურნალობის რეჟიმი. თუმცა შუამდგომლობას არ ჰქონდა დართული ექიმის ცნობა, რის გამოც დაცვის მხარეს აღნიშნულ შუამდგომლობაზეც უარი ეთქვა. ანჩაბაძის  ადვოკატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ  სასამართლოს გადაწყვეტილება სუბიექტური იყო და გირაოს შესახებ შუამდგომლობას მომავალ სასამართლო სხდომებზეც დააყენებს. სასამართლომ ასევე  არ დაკმაყოფილა როგორც დაცვის მხარის აგრეთვე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები, მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ. ბრალდების მხარეს ორი პროკურორი დავით პაპავა და მირანდა წერეთელი წარმოადგენდა. სასმართლოს ასევე სიტყვით მიმართა ბრალდებულმა გოგა ანჩაბაძემ: „ის რაშიც მე ბრალი მედება აბსურდული და შეთითხნილია, ეს საქმე გაპიარებულია. მე ვარ პიარის პატიმარი. როგორ შეიძლება ადამინს ასეთი ბრალი წაუყენო და არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა არ ადასტურებდეს დანაშაულს. მე მინდა რომ ამ რეგიონს ააცილოთ ეს პროცესი,“-აღნიშნა ანჩაბაძემ. შეგახსენებთ, რომ გოგა ანჩაბაძეს მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის მისმა ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები 12 ნოემბერს მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა. სამართალდამცავებმა იგი 2013 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.