დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი გახდა
Davit Kiria WIN By KO! THE NEW GLORY LIGHT WEIGHT WORLD CHAMPION!!! – აღნიშნულია „კიკბოქსინგნიუსის“ გვერდზე, სადაც შეხვედრის ამსახველი ფოტო–ვიდეომასალაც ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის დაწყებამდე ენდი რისტემ განაცხადა: „არა მგონია, დავით ქირიას ჰქონდეს რაიმე ისეთი, რითაც ჩემს დამარცხებას მოახერხებს“. დავით ქირია ზუგდიდელია. მისი საბაზო სპორტი იყო აშიჰარა კარატე, რომელშიც საქართველოში დახელოვნდა. მისი მონაცემები და შესაძლებლობები უყურადღებოდ არ დარჩენილა და მიიწვიეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ K1ისა და შერეული საბრძოლო ხელოვნების სკოლა „გოლდენ გლორიში“ სემი შილტის გუნდში. სემი შილტი K1-ის ლეგენდაა და ყველაზე მეტი ტიტულიც აქვს მოპოვებული ამ სპორტში ისტორის მანძილზე. 17-18 წლიდან სემი შილტი თვითონ ავარჯიშებდა დათოს და უწევდა სპარინგ პარტნიორობასაც, მიუხედავად გაბარიტებს შორის კოლოსალური სხვაობისა. ამის შედეგად მებრძოლის დონე ყოველ წლიურად მატულობდა და დღესაც დიდ პროგრესს განიცდის, მისი ყოველი ბრძოლა უკეთესია წინა ბრძოლაზე.





მასალის გამოყენების პირობები