Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/6.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/6.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/6.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/6.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ირინა კუხალეიშვილი - გამგებელი დახმარებას შემპირდა თუმცა დღემდე არავის მოუქცევია ყურადღება (video)
დამპალი იატაკი, ჩამონგრეული ჭერი, ობმოკიდებული კედლები, თითქმის დანგრევის პირას მყოფ ფიცრულში უკვე ოთხ წელზე მეტია ზუგდიდელი ირინა კუხალეიშვილი ცხოვრობს. კუხალეიშვილი მარტოხელა  და სოციალურად დაუცველია. როგორც რადიო „ათინათთან“  საუბარში ყვება, მას  სახლი 2010 წელს დაენგრა და დახმარებისთვის  ადგილობრივ მთავრობას 2011 წელს მიმართა. მაშინ გამგეობისგან ერთჯერადი სახის ფულადი დახმარება 100 ლარი და 2 კბ. მეტრი ფიცარი მიიღო. კუხალეიშვილის თქმით ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ  ედიშერ თოლორაიასთან დახმარების სათხოვნელად ერთი თვის წინ მივიდა, როგორც თავად ყვება, გამგეობა დახმარების აღმოჩენას დაჰპირდა, თუმცა  ამ დრომდე, მისივე თქმით არანაირი სახის დახმარება არ მიუღია. „ ცუდ ამინდებში მეზობლებთან ვრჩები, როცა სახლში ვარ  მაგიდაზე ვშლი ლეიბს და იქ ვიძინებ. მაგიდიდან გადმოვარდი და ხელი მოვიტეხე. ვითხოვ რომ  ნორმალური თავშესაფარი მქონდეს“, - აღნიშნავს რადიო „ათინათთან“ საუბარში ირინა კუხალეიშვილი. კუხალეიშვილის მეზობლები მასმედიასთან საუბარში აღნიშნული ქალბატონის მდგომარეობაზე წუხილს გამოთქვამენ და ადგილობრივ მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ. შუახნის ქალბატონი, თალიკო ქაჯაია უკვე 60  წელია  კუხალეიშვილის მეზობლად ცხოვრობს და მის საყოფაცხოვრებო მდგომარეობას იზიარებს.  „ზამთარში ხან ერთ მეზობელთან რჩება ხან მეორესთან. სახლი მესრებითაა დაბჯენილი, გვეშიანია ამ სახლის ნანგრევებში არ მოყვეს. ხო შეიძლება რომ ადგილობრივმა მთავრობამ ყურადღება მიაქციოს და დახმარება აღმოუჩინოს ამ ქალბატონს?! “ - უთხრა რადიო „ათინათს“ თალიკო ქაჯაიამ. რადიო „ათინათი“ აღნიშნულზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურს დაუკავშირდა, როგორც ადმინისტრაციაში განგვიმარტეს  ირინა კუხალეიშვილის სახელით გამგეობაში განცხადება არ შემოსულა. „აღნიშნული ქალბატონის მდგომარეობას შევისწავლით და შემდგომში მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია გამგეობას“-აღნიშნა  გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა, გოგი რევიამ. ხოლო რესპოდენტის ნათქვამს, თითქოს ის ერთი თვის წინ გამგებელ ედიშერ თოლორაიასთან დახმარების სათხოვნელად იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ სამსახურში არ ადასტურებენ.  როგორც მათ განგვიმარტეს მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიას მოქალაქეებთან შეხვედრა არ ქონია. რის მიზეზადაც ადმინისტრაციამ თოლორაიას ადგილზე არ ყოფნა დაასახელა.  ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიას მოქალაქეების მიღება ყოველ  პარასკევს აქვს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.