Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/Untitled1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/Untitled1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/Untitled1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/Untitled1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
კოალიციური პროექტი „გამჭვირვალე თვითმმართველობა“ - სამუშაო შეხვედრა ზუგდიდის საკრებულოში
კოალიციურ  პროექტ „გამჭვირვალე თვითმმართველობის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ზუგდიდის საკრებულოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა. არასამთავრობოების წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის მიზანია საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულებების გაზრდა ამომრჩევლების მიმართ. ამასთან, პროექტის თანახმად, დეპუტატებმა პერიოდულად უნდა  შეადგინონ  ანგარიში, სადაც მათი საქმიანობა დეტალურად იქნება ასახული. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ზუგდიდის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სავარაუდოდ, უახლოეს ერთ კვირაში გაფორმდება. „კარგია ასეთი ინიციატივა, რომ მოდის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხს. თუმცა ჩვენი მხრიდან  იყო შენიშვნები, რომელიც არასამთავრობოების მხრიდანაც იმედია იქნება გათვალისწინებული და ვფიქრობ ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმი უახლოეს მომავალში გაფორმდება“, -აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი თეიმურაზ ბასილაია. კოალიციურ პროექტ - „გამჭვირვალე თვითმმართველობას“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივად  ახორციელებს. მათ შორის ასოციაცია „ათინათი“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, სიდა, და ა.შ. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „სამუშაო რეჟიმში საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებთან ერთად განვიხილეთ ანგარიშის ფორმატის სამუშაო ვერსია. მივიღეთ მათგან მოსაზრებები და ასევე ველოდებით დამატებით მოსაზრებებს, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“, უთხრა რადიო „ათინათს“ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ოფისის ხელმძღვანელმა პაატა კლდიაშვილმა. კოალიციურ პროექტი „გამჭვირვალე თვითმმართველობა“ 7 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დღეს, 20 მარტს  ზუგდიდან დაიწო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.