Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/zugdidis_ruka-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/zugdidis_ruka-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/zugdidis_ruka-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/zugdidis_ruka-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ერთი ქალაქი და ხუთი თვითმმართველი ერთეული - რეკომენდაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტს
თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქი გახდება. ხოლო, რაც შეეხება სოფლების  ტერიტორიულ მოწყობას,  მთავრობას ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არა აქვს მიღებული. მანამდე კი, არსებობს მოსაზრება და სურვილი, რომ ზუგდიდის მუნიციპალიეტი გაიყოს ორ ნაწილად: თვითმმართველ ქალაქად და ერთ მუნიციპალიტეტად, სადაც 30 სოფელი გაერთიანდება. ამის  შესახებ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ  შესაბამის უწყებას ოფიციალური წერილითაც მიმართა. პოლიტიკურმა პარტიებმაც სწორედ ამგვარ ტერიტორიულ მოწყობას მოარგეს საკუთარი მერობისა და გამგებლობის კანდიდატურების წარმოჩენა. პარტიების უმრავლესობა ამ ეტაპამდე მერობის და გამგებლობის მხოლოდ თითო-თითო კანდიდატზე მსჯელობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსგან მიიღო რეკომენდაცია, სადაც საბჭო საკრებულოს მოსაზრებას არ იზიარებს და თავის რეკომენდაციებს სთავაზობს: „თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრედ დარჩენილი ტერიტორიები, ოროგრაფიული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გაიყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ხუთ ტერიტორიულ ზონად, სადაც რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის შექმნის შესაძლებლობაა“, - ვკითხულობთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წერილში. შესაბამისად, რეკომენდაციის თანახმად,  ზუგდიდის სოფლებისგან უნდა შეიქმნას ხუთი თვითმმართველი ერთეული. კერძოდ, ცაიშის, აბასთუმანის, ურთის, ოქტომბრისა და დიდინეძის თემების  გაერთიანებისგან შეიქმნება ერთი თვითმმართველი ერთეული, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, შეირჩა სოფელი ცაიში. ზუგდიდის აღმოსავლეთით მდებარე სოფლები: ოდიში, ახალსოფელი, ყულიშკარი, ნარაზენი, ჯიხაშკარი, გრიგოლიში და  ჭაქვინჯი ერთ თვითმმართველ ერთეულში გაერთიანდებიან. ადმინისტრაციული ცენტრად კი ნარაზენი ან ახალსოფელია შეთავაზებული.  ხოლო, ჭკადუაში, ჩხორია, რიყე, რუხი და კორცხელი ერთი თვითმმართველი ერთეული იქნება, რომლის ადმინისდტრაციულ ცენტრად სოფელი რუხი მოიაზრება. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების: კახათის, ახალკახათის, კოკის, შამგონას, ორსანტიისა და ოირემეს ადმინისტრაციულ ცენტრად კახათი შეირჩა. რაც შეეხება, შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებს - ანაკლიას, განმურურს, დარჩელს, ორულსა და ერგეტას ერთი თვითმმართველი ერთეული ექნება. ადმინისტრაციული  ცენტრი კი სოფელი ანაკლია. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციებში აღნიშნულია,  რომ ქალაქი ზუგდიდი უნდა გაფართოვდეს. „ქალაქი ზუგდიდის ტერიტორიის მოსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა თვითმმართველი ქალაქისთვის მის გარშემო ე.წ. „ზრდის ზონის“ და რეკრეციული ზონის ქალაქისთვის მიკუთვნების აუცილებლობა. ასევე, მიმდინარე სოფლების: ინგირის, ახალ აბასთუმანისა და ჭითაწყარის არსებულ ურბანულ ინფრასტრუქტურასთან პრაქტიკული ინტეგრაციის შესაძლებლობები, ინგირის აეროპორტის ქალაქის ტერიტორიაში მოქცევის მიზანშეწონილობა“, - აღნიშნულია რეკომენდაციაში. ამ უკანასკნელი რეკომენდაციისგან განსხვავებით, ხუთი თვითმმართველი ერთეულის შექმნას  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო კვლავ არ ეთანხმება. საკითხი, შესაძლებელია,  ხვალ, 27 მარტს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე განიხილონ.          
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.