Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/marikunaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/marikunaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/marikunaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/marikunaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სამოქალაქო კლუბის წევრები ტუბერკულოზის კვირეულს შემოუერთდნენ (ვიდეო)

ზუგდიდში ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროექტის ფარგლებში , ქართულ -ფრანგული სკოლის, სამოქალაქო კლუბის ახალგაზრდებმა,ტუბ დისპანსერში ავადმყოფები მოინახულეს და საჩუქრად ჰიგიენური ნივთებისა და კვების პროდუქტების ნაკრები გადასცეს.

როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების „პროგრამის ,სოციალური მედიის კოორდინატორმა სალომე გარდავამ აღნიშნა, ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო კლუბის ახალგაზრდებმა სხვადასხვა ინიციატივები განახორციელეს, როგორც სალომე გარდავა განმარტავს, სამი დღის განმავლობაში,მოსწავლეებმა საზოგადოებას ბუკლეტები დაურიგეს, ასევი ნაჩვენები იქნა თემატური ფილმი. 25 მარტს სამოქალაქო კლუბ „პროექტორის“ ინიციატივით ასოციაცია „ათინათში“ ჩატარდა შეხვედრა ექიმთან, ქალბატონ თამარ ხაბურზანიასთან. სხვადასხვა კლუბების 18 წევრი დაესწრო საინტერესო სემინარს ტუპერკულოზის შესახებ. მოსწავლეებმა კომპეტენტური ადამიანისგან მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია ამ ინფექციის გადადების გზების, გავრცელების და მკურნალობის შესახებ. ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები. 26 მარტს პრინც მიურატის სახელობის ქართულ–ფრანგული კოლეჯის სამოქალაქო კლუბ „Salut“ ინიციატივით სხვადასხვა სამოქალაქო კლუბების 15 წევრი ტუბერკულოზის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ესტუმრა ზუგდიდის ტუბდისპანსერს. კლუბის წევრებმა მოიკვლიეს რომ 25 პაციენტი გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას და საჭიროებდნენ ჰიგიენის ნივთებს და რძის ნაწარმსს. კლუბის წევრებმა საჩუქრები გადასცეს ყველა პაციენტს და უსურვეს გამოჯანმრთელება. როგორც პაციენტება აღნიშნეს მათ ძალიან სჭირდებათ საზოგადოების ყურადღება და მადლობა გადაუხადეს ბავშვებს თანადგომისთვის. როგორც ტუბდისპანსერის უფროსმა ბატონმა ზაზა დგებუაძემ აღნიშნა, ძალიან სასიამოვნოა მსგავსი აქციები პაციენტებისთვის: „მადლობა ბავშვებს, რომ აქვთ მსგავსი ინიციატივები და ფიქრობენ ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებათ მათი დახმარება, ისინი მომავალში ნამდვილ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან“ ღონისძიებების პარალელურად საინფორმაციო ბუკლეტები ბევრმა სკოლამ გაავრცელა და ასევე ჩატარდა სემინარები. ცნობისთვის, ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება. 1882 წლის 24 მარტს რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა, რამაც შესაძლებელი გახადა ტუბერკულოზის დიაგნოსტირება და მკურნალობა. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის ისტორია 1982 წლიდან იწყება, როდესაც ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა, კოხის აღმოჩენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.