Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/jjjjjjjjjjjj.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/jjjjjjjjjjjj.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/jjjjjjjjjjjj.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/jjjjjjjjjjjj.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ჯგუშია ზუგდიდში სკოლის დირექტორების მმართველ პარტიაში გაწევრიანებას გმობს (video)
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის დირექტორის ნათია ხუფაცარიას და ფრანგული სკოლ-ლიცეუმის დირექტორის კახაბერ ფარცვანიას მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის მთავარ ბიუროში გაწევრიანებას გამოეხმაურა. მან, ფაქტი მასწავლებლების შეცდომად შეაფასა და მათ შეცდომის აღიარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მმართველი ბიუროს წევრობა პარტიის პოლიტიკის გატარებისთვის მუშაობას ნიშნავს და არ შეიძლება, რომ სკოლა ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.„მე ჩავთვლი რომ, ეს არის ამ ორი დირექტორისგან შეცდომა, ორივე მაღალი რანგის პროფესიონალია. მე მათ მოვუწოდებ დემონსტრაციულად გამოვიდნენ ოცნების მმართველი ბიუროდან და ამით საზოგადოებას თავისუფლების მაღალი ხარისხის მატარებლად აჩვენონ თავი“,-აღნიშნა ჯგუშიამ. ჯგუშიას განცხადებასთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გოგია კომენტარს არ აკეთებს. დირექტორი კახაბერ ფარცვანია კი „სამეგრელოს ხმის“ ლიდერის ბრალდებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების გამოყენებით პასუხობს. „საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ჩემი კონსტიტუციური უფლებაა ნებისმიერ პარტიაში გაწევრიანება. საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ მე-13 მუხლის პირველ პუნქტში კი წერია, რომ დაუშვებელია ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესის პოლიტიზირება, შესაბამისად, როცა პოლიტიზირების მომენტს ვერ ვხედავთ, მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველი არ არსებობს",-აცხადებს კახაბერ ფარცვანია. თენგიზ ჯგუშიას მიერ გამართულ შეხვედრას პედაგოგები და სკოლის დირექტორებიც ესრებოდნენ, შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.