Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/28eeef59-1182-4247-8c8c-a16352204327.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/28eeef59-1182-4247-8c8c-a16352204327.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/28eeef59-1182-4247-8c8c-a16352204327.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/28eeef59-1182-4247-8c8c-a16352204327.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ ანჩაბაძის სხდომაზე დაზარალებულად ცნობილი ძაპტაშვილი დაიკითხა
გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულის გოგა ანჩაბაძის საქმის არსებით განხილვაზე, დღეს 27 მარტს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარემ მოწმის სახით დაზარალებული ანა ძაპტაშვილი და მისი დედა რუსუდან ლომაია წარადგინა. სასამართლო სხდომა დაზარალებულის დაკითხვის დროს დახურული იყო. ბრალდებულ ანჩაბაძის ადვოკატმა ალექსანდრე თათელიშვილმა  სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ძაპტაშვილმა გარკვეულ კითხვებს გასცა პასუხები, ნაწილი კი უპასუხოდ დატოვა. „მის მიერ დღეს მიცემული ჩვენება და გამოძიებისთვის ადრე მიცემული ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს შეიცავს და დაცვის მხარე ამას პაექრობის დროს გამოიყენებს,“-აღნიშნავს თათელიშვილი. მისივე თქმით, ძაპტაშვილის დაკითხვის დროს საკმაოდ საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. კონკრეტულად ის, რომ ანა ძაპტაშვილმა მისი გაუპატიურების მცდელობის შესახებ განცხადება, მხოლოდ მას შემდეგ შეიტანა, რაც იგი პროკურატურამ მეუღლის, კონსტანტინე გულორდავას სისხლის სამმართლის საქმეზე დაკითხა. ძაპტაშვილის დაკითხვის სხვა დეტალებზე საუბრისგან ალექსანდრე თათელიშვილმა თავი შეიკავა. 2013 წლის 10 ნომბერს დაზარალებულად მიჩნეულ ძაპტაშვილსა და ბრალდებულ ანჩაბაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე სასამართლო პროცესზე ისაუბრა რუსუდან ლომაიამ. მისი თქმით, ანჩაბაძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მის ქალიშვილს ტანსაცმელზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ფეხსაცმლის ქუსლები ჰქონდა დამტვრეული. „ანა ძალიან შეშინებული იყო, ანჩაბაძე მას ემუქრებოდა ეს ამბავი არ გაახმაურო თორემ, სისხლი დაიღვრება, ქმარს მოგიკლავო.“-აღნიშნა რუსუდან ლომაიამ. მისივე თქმით, დაზარალებულმა სწორედ ამიტომ ვერ შეძლო ქმრისთვის თავიდანვე გაემხილა ის, რაც მასსა და ანჩაბაძეს შორის მოხდა. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ანჩაბაძემ რამდენჯერმე მიიღო შენიშვნა მოწმის მიმართ გაკეთებული რეპლიკებისთვის. ბრალდების მხარემ სასამართლოს ბრალდებულის სხდომიდან გაძევების შეუმდგომლობითაც კი მიმართა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს გოგა ანჩაბაძე კონსტანტინე გულორდავამ მისი ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობის გამო სცემა და მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა. სამართალდამცავებმა იგი 2013 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. შემდეგი სასამართლო სხდომა საქმეზე მიმდინარე წლის 14 აპრილს ჩაინიშნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.