Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/get_img1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/get_img1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/get_img1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/get_img1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ფოთში გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა
ფოთში ლოჯისტიკური კომპანიების თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ათასზე მეტი ადამიანი, ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. მათი განცხადებით, ფოთის პორტის მმართველი კომპანია "ეი-პი-ემ ტერმინალსი", საკონტეინერო გადაზიდვების მონოპოლიზებას ახდენს, რის გამოც, შესაძლოა 40-ზე მეტი კომაპანიის 5 ათასამდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩეს. საკონტეინერო ტერმინალის ,,კავტრექსფოთის" გენერალური დირექტორი, რობერტ გვაზავას განცხადებით, მსგავსი ღონისძიების გატარება ლოჯისტიკური კომპანიების დახურვას გამოიწვევს. "ჩვენს კომპანიებს ამ სფეროში საქმიანობის 20-წლიანი ისტორია აქვს. ჩვენი მოთხოვნა არის არ მოხდეს მონოპოლია, არ მოხდეს ერთ სუბიექტზე უპირატესობის მინიჭება, რაც გამოიწვევს ყველა საკონტეინერო ტერმინალის, ყველა ლოჯისტიკური კომპანიის დახურვას. მივმართვათ მთავრობას, რომ ბიზნესი იყოს თანაბარ პირობებში. ,,აი-პი-ემ ტერმინალსი" აკეთებს იგივე ტერმინალს, როგორიც ჩვენია",-აცხადებს გვაზავა. აქციაზე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი მივიდა. მისი განცხადებით, საკითხი შესწავლას საჭიროებს. "ვფიქრობ, რომ პორტმა უნდა მოახერხოს საქმიანობის გაფართოება, მაგრამ ამავე დროს ადამიანებმა, რომლებიც ამ ბიზნესში არიან დასაქმებულები, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ჩვენ შევეცდებით შევხვდეთ ორივე მხარეს და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. აქციას ფოთის პორტიდან არავინ გამოხმაურებია. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიკა ნადარაია განმარტავს, ფოთის პორტი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით ხელმძღვანელობს. "ეს არ არის მონოპოლისტური მდგომარეობა, ეს გახლავთ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა, რაც პირიქით, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაზრდასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას კლიენტებისთვის," - განაცხადა ნადარაიამ. აქცია საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ლოჯისტიკური კომპანიების თანამშრომლები ცენტრალურ ხელისუფლებას, საკითხით დაინტერესებისკენ და ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.