Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/SAM_0089.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/SAM_0089.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/SAM_0089.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/SAM_0089.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ჯვარის მოსახლეობა - გვინდა, რომ ადგილობრივი მთავრობა უფრო ახლოს იყოს (ვიდეო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგან ქალაქ ჯვარის გამოყოფასა და ცალკე თვითმმართველი ერთეულის შექმნის მოთხოვნით დღეს, 5 აპრილს ჯვარის ცენტრში ასობით ადამინიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ  სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩასვლა უწევთ, რის გამოც ხშირად რიგი პრობლემები ექმნებათ. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან,  ჯვარის პრობლემების მოსაგვარებლად გაცილებით ნაკლებ თანხას ხარჯავს, ვიდრე წალენჯიხისთვის. „ავადმყოფი ქალი ვარ, წალენჯიხაში, რომ წავალ უკან ვერ ვბრუნდები. ამით ძალიან უკმაყოფილო ვარ. თან ხშირად საბუთების მოწესრიგება გვჭირდება, ეს ხომ შეიძლება აქ, ჩვენთან მოხდეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯვარის მკვიდრმა ქეთევან ზარქუამ. „მაპატიოს ჩემმა მშობლიურმა წალენჯიხამ, მაპატიოს ჩემმა წალენჯიხელმა მეგობრებმა, მაგრამ ეს საკითხი დადებითად თუ გადაწყდა ორივე თემისთვის იქნება სანიმუშო. მთავრობა ხალხთან ახლოს უნდა იყოს, ამიტომ ვითხოვთ ამას“, - ამბობს ზამირ შონია. ჯვარის ცალკე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების მოთხოვნით, ჯვარსა და მიმდებარე სოფლებში  12 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა. პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი და საკრებულოს წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ  აღნიშნული პეტიციით,  ჯვარის მოსახლეობამ საქართველოს მთავრობას გასული წლის ნოემბერში მიმართა. ჭიჭინაძის განმარტებით, ქალაქ ჯვარს, ცალკე მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებისთვის, ყველა საჭირო ინფრასტუქტურა გააჩნია და მისივე თქმით, აქედან გამომდინარე  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, გადაწყვეტილების მიღება მარტივია. ის საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც დავით ჭიჭინაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება „ჯვარის მუნიციპალიტეტში“  ენგურის ხეობის 9 თემი  (ლია, ფახულანი, ჭალე, ეწერი, ჩქვალერი, მუჟავა) შევა. ამასთან, მისივე თქმით, ჯვარის ტერიტორიაზე დარჩება ენგურჰესის საწარმოების ის ნაწილი, რომელიც, ეკონომიურ დოვლათს ქმნის.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.