Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/dkjkh.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/dkjkh.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/dkjkh.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/dkjkh.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"ქართულმა ოცნებამ" ანაკლიაში"ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს ბრიფინგი არ ჩაატარებინა (video)
ანაკლიაში, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ ბრიფინგი, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მხარეებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კოალიციის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს  ანაკლიის ტერიტორიის  დატოვება მოსთხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის თენგიზ გუნავას განცხადებით, ისინი გაჩერებული მშენებლობების თაობაზე ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. "დღეს, ერთდროულად 6 პრესკონფერენცია უნდა ჩატარებულიყო თბილისში, თელავში, მცხეთაში, წყალტუბოში, ანაკლიასა და ბათუმში. ყველაგან ერთდროულად მოხდა "ქართული ოცნების" აქტივისტების მივარდნა. მათ პრესკონფერენციის ჩაშლა სურდათ, მაგრამ გარდა ანაკლიისა, ყველგან ჩატარდა. ანაკლიაში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ჩვენი რამდენიმე წევრი ნაცემია"- აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში. "ჩვეულებრივი პრესკონფერენცია გვქონდა, როცა მოგვისიეს ზონდერ- ბრიგადები, რომელიც დაკომპლექტებული იყო წალენეჯიხის მაცხოვრებლებისგან, ფოსტაში მომუშავე ადამიანებისგან და დარჩელის მოსახლეობის ნაწილისგან, რომლებმაც პირადი შეურაცხყოფა მოგვაყენეს,"-აღნიშნა  ლაშა დამენიამ ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის"შტაბის ხელმძღვანელმა. "ქართული ოცნების" მომხრეების განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არა აქვთ ანაკლიაში ბრიფინგის ჩატარების უფლება,რადგან მათი თქმით,ისინი  9 წლის განმავლობაში ძალადობდნენ ხალხზე. აქციის მონაწილე ვახტანგ ქუჩულორიამ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა,რომ ამ ხალხს საქართველოსთვის და განსაკუთრებით სამეგრელოსთვის ,ცუდის გარდა არაფერი გაუკეთებიათ: " მათ ერი სულიერად დაასახიჩრეს, ამიტომ მათ ხელისუფლებაში მოსვლას აღარ დავუშვებთ"-განაცხადა მან. აქციის კიდევ ერთი მონაწილე გიგა ლუკავა, თენგიზ გუნავას პოლიციაში მუშაობის დროს, ანაკლიაში 23-მდე ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვაზე საუბრობდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.