Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/asatvirti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/asatvirti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/asatvirti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/asatvirti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ორი თვის წინ გარდაცვლილი ცეზარ შონიას ახლობლებმა პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში,სოფელ კოლხიდაში, 2 თვის წინ თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვლილი, 30 წლის ცეზარ შონიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს,23 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან შონიას გარდაცვალების საქმის დახურვა გააპროტესტეს და მისი ხელახლა აღძვრა მოითხოვეს. ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ცეზარ შონიას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და მომხდარში ცოლის ნათესავებს ადანაშაულებენ. შონიას ოჯახის წევრების ეჭვებს ექსპერტიზის დასკვნაც აღრმავებს, რომელშიც წერია, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ცეზარ შონიას ახლობლები ზუგდიდის რაიონულ პროკურორს, ლევან სალიას შეხვდენენ და როგორც ისინი ამბობენ, პროკურორისგან საქმის ხელახლა აღძვრის და ობიექტური გამოძიების პირობა მიიღეს. „პროკურორთან მიღწეულია შეთანხმება. დაიკითხებიან ახალი მოწმეები, რომლებიც ჩვენ მოვითხოვეთ“, - აბობს გარდაცვლილის და თამარ შონია. შონიას ოჯახის წევრების თქმით, დღეს დილით პროკურატურის შენობაში შევიდა გარდაცვლილის ცოლი, თუმცა, მათთვის უცნობია,თუ რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა ის პროკურატურაში. ცნობისთვის: პროკურატურის შენობის წინ ცეზარ შონიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია 16 აპრილსაც გამართეს. ისინი საქმის გადაკვალიფიცირებას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. ცეზარ შონიას დედის განმარტებით, მისი შვილი სიმამრის სახლში ცოლის სანახავად წავიდა, თუმცა, მოგვიანებით ის სიმამრის სახლის წინ თოკით ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.