Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/mglebii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/mglebii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/mglebii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/mglebii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მგლების შემოსევას ვერ უმკლავდებიან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩქვალერისა და საჩინოს მოსახლეობა მგლების შემოსევების გამო დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მგლების მიერ შინაური პირუტყვის დაგლეჯის 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ ჩქვალერის მკვიდრი გია გოგილავა ამბობს, რომ მათ სოფელში მგლების შემოსევის ფაქტები წლებია გრძელდება, თუმცა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა. გოგილავა ამბობს,რომ ისინი მგლების შემოსევას საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებიან. „ჩემს სამეზობლოში ოჯახი არ არის დარჩენილი, 1-2 შინაური პირუტყვი, რომ არ დაუგლიჯა. კიდევ კარგი ბავშვები სკოლაში ავტობუსით დადიან, თორემ, ვერ გავუშვებდით. მე ხშირად მიწევს ტყეში გასვლა და ვხედავ მგლების ნაფეხურებს. ხროვაში, დაახლოებით, 20-მდე იქნება. დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ და და პირობა მოგვცეს- დაგეხმარებითო“, - ამბობს სოფელ ჩქვალერის მცხოვრები. შინაური პირუტყვის გარდა, გია გოგილავა „მშვიდობიან“ გარეულ ცხოველებზეც წუხს და ამბობს, რომ მათ გადაშენება ემუქრებათ.„ხშირად მიწევდა მთებში სიარული, ვხედავდი შველს, გარეულ ტახს, ერთი- ორი არჩვიც დახტოდა და ახლა ვერც ერთს ვხედავ და ვერც მეორეს. შვლის ტყავი ვნახე ,დაუგლეჯია გასულ ზამთარს...რა გახდა ეს მგელი ასეთი“, - ამბობს გია გოგილავა.
ჩქვალერის მოსახლეობის მიერ გადაღებული ფოტოები
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგა გულორდავას თქმით, მათთვის ცნობილია მგლის შემოსევის ფაქტები და შესაბამისი წერილით გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. „გარემოს დაცვის სამინისტროდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუმცა, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გამგებელმა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ნონა ხელაიას თქმით, წალენჯიხის გამგეობიდან მგლების შემოსევის ფაქტზე, წერილი ჯერჯერობით არ მიუღიათ და ამის შესახებ მათ არაფერი იციან. ხელაიას განმარტებით,იმ შემთხვევაში, როდესაც მგლების შემოსევას მოსახლეობა უშუალოდ თავდასხმის მომენტში ვერ უმკლავდება, გარემოს დაცვის სამინისტრო პრობლემის მოსაგვარებლად უფლებამოსილების დელეგირებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ახდენს. „ სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ფორმდება ხელშეკრულება,რომლითაც ჩვენ მათ ვანიჭებთ უფლებას მოკლან გარკვეული სახეობის გარეული ცხოველი, გარკევული რაოდენობით. ამის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების საქმეა, შექმნის მონადირეთა ჯგუფს თუ სხვა საშუალებით მოახერხებს პრობლემის მოგვარებას“, თქვა ნონა ხელაიამ. ცნობისთვის,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მოქმედი დებულების თანახმად გარეული ცხოველის მოკვლა აკრძალულია, გარდა „იმ შემთხვევისა, როდესაც გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას,სიცოცხლეს,ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია.თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორციელდება დაუყოვნებლივ და არ საჭიროებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარ თანხმობას“.- ნათქვამია სამინისტროს დებულებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.