Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/slide1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/slide1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/slide1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/slide1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
პროექტ "ჯვარი-ხორგას" განხორციელება იწყება
საქართველოს მთავრობა პროექტ "ჯვარი-ხორგას" განხორციელებას იწყებს. ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" და მისი შვილობილი კომპანია "ენერგოტრანსი", 500-220 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას განახორციელებენ, ხელი დღეს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ მოაწერეს. "ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ დაცულები ვიყოთ – თუკი დასავლეთ საქართველოში გამოირთვება ერთი ხაზი, გვექნება ალტერნატიული საშუალება, რომ ახალი ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით უპრობლემოდ მივაწოდოთ ელექტროენერგია მოსახლეობას. ასევე ეს ზრდის საშუალებას დასავლეთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია თავისუფლად გავიტანოთ ექსპორტზე. ასევე ხელს შევუწყობთ თავისუფალი ზონის განვითარებას. დღეისთვის შეუძლებელია, მაგალითად, ფოთში ფუნქციონირებდეს გადამამუშავებელი ქარხნები, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ელექტროენერგია, რომ მათ მივაწოდოთ. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს შესაძლებელი იქნება", - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. პროექტს "მნიშვნელოვანს" უწოდებს ნოდარ ხადურიც. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მისი განხორციელება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ელექტრომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფას, მეორე მხრივ კი, მოგვცემს შესაძლებლობას დამატებითი ელექტროენერგიის ექსპორტი მოვახდინოთ ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში.ჯვარის 500-220 კვ ქვესადგურის მშენებლობის კონტრაქტორია ტენდერში გამარჯვებული პორტუგალიური კომპანია EFACEC, ხოლო გამდამცემი ხაზის მშენებლობას განახორციელებს - ინდური ფირმა "ჟყოტი ცონსტრუცტიონი". პროექტის მიზანია 220 კილოვოლტიანი ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და გაზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა; ელექტროგადამცემი ხაზით "კავკასიონი" გადასაცემ და მისაღებ სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა და მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა. პროექტის განხორციელებით შეიქმნება მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელი დასავლეთ საქართველოში, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედობა. და, რაც მთავარია, ინვესტორებისთვის მომხიბვლელი გახდება ენგურის ხეობაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების ინვესტირების საკითხი. პროქტის საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტის დააფინანსებენ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW); ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი (NIF). პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.