Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/7e1c43d32fa7.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/7e1c43d32fa7.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/7e1c43d32fa7.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/7e1c43d32fa7.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მთავრობა ანაკლიაში "მომავლის ბანაკის" პროგრამას განახორციელებს
საქართველოს მთავრობა ახალგაზრდული ბანაკის პროგრამას განახორციელებს, რომლის სახელწოდება იქნება "მომავლის ბანაკი". ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში , რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს. როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით, მიღებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება. აღნიშნული წინადადება 2014 წლის ივნის-სექტემბერში ანაკლიის ტერიტორიაზე პროგრამა "მომავლის ბანაკის" განხორციელებას ითვალისწინებს. "პროგრამა "მომავლის ბანაკის" სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, ანაკლიის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ ბანაკში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს, "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა ღონისძიების გამართვის ადგილზე ტრანსპორტირების უსაფრთხოება, მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა.ა) შესარჩევი კანდიდატურების ასაკობრივი ზღვარი - 14-18 წელი (საჯარო სკოლის მოსწავლეები); ა.ბ) თითოეული საჯარო სკოლიდან დირექციის მიერ წარმოდგენილი 1 კანდიდატურა (მაღალი აკადემიური მოსწრების და დისციპლინირებული, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის უპირატესობის მინიჭებით); , - აღნიშნულია განკარგულებაში. კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა კი უნდა უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან 1728 ბენეფიციარის შერჩევა (თითოეულ 6 ნაკადზე - 288 პირი). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება, ხარისხის კონტროლი, წყალმომარაგების სისტემის გამართულად მუშაობა და ასევე, აღნიშნულ ბანაკთან მისასვლელი საავტომობილო გზების შეუფერხებელი ფუნქციონირება პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ანაკლიაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამუშაოთა განხორციელება", -ნათქვამია განკარგულებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.