Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/cofi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/cofi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/cofi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/cofi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სტატისტიკური მონაცემებით ცოფის გავრცელების მხრივ სამეგრელო მესამე ადგილს იკავებს
საქართველოს რეგიონებში და მათ შორის დედაქლაქშიც ცოფის ინფექციის საშიშროება დღემდე პრობლემად რჩება. წელს, ოთხი თვის განმავლობაში ანტირაბიული დახმარებისთვის ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებს 12 577 დაზარალებულმა მიაკითხა. მათ შორის 15 წლამდე ასაკის - 3954-მა მოზარდმა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაწვდის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მესამე ადგილს, სამეგრელო იკავებს. კერძოდ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩასატარებლად ანტირაბიულ კაბინეტს 1562-მა დაზარალებულმა მიაკითხა, მათ შორის 15 წლამდე ასაკის 434-მა მოზარდმა. სამეგრელო- ზემო სვანეთის ჯანდაცვის სამსახურის დირექტორი ნანა ოდიშარია რადიო „ათინათთან“ საუბარში განმარტავს, რომ წინა წელს ცოფის დიაგნოზის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა , 2012 წელს - 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ანტირაბიული დახმარებისთვის არც ერთხელ არ მიუმართავს . „ 2014 წელს, ზუგდიდის რაიონ სოფელ ცაიშში ცოფის დიაგნოზით შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა. 2013 წლის, ივლისის თვეში მეზობლის ძაღლმა ქალბატონი დაკბინა, რის შემდეგაც მეოთხე დღეს ძაღლი დაიკარგა.“ამბობს ოდიშარია. მისივე განმარტებით,ანტირაბიული მომსახურება 5 ინექციას ექვემდებარება, ქალბატონმა კი მხოლოდ 4 მკურნალობის კურსი ჩაიტარა. 2014 წლის აპრილში კი მას ცოფის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა,რის შემდეგაც ის სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს , სადაც მას საბოლოო დიაგნოზი ჰიდროფობია დაუმტკიცდა. ნანა ოდიშარიას განცხადებით, ინკუბაციის პერიოდი ცოფის ვირუსს დაახლოებით ერთი წელი აქვს. ცნობისთვის:ზუგდიდში ყოველწლიურად ანტირაბიულ კაბინეტს დახმარებისთვის დაახლოებით ორიათას ექვსასიდან- ორიათას რვაასამდე პაციენტი მიმართავს. ვაქცინაციის წარმოებაზე ზედამხედველობას კი, ვეტერინალური სამსახური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.ნანა ოდიშარიას თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში სულ ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ცოფის ვირუსით დაავადებულმა პაციენტებმა მკურნალობის სრული კურსის ჩატარებაზე უარი თქვეს, დანარჩენმა 150 -მა პაციენტმა, კი ექიმების გადმობირებით მკურნალობა გააგრძელეს. ცოფზე აცრების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო ცოფის შემთხვევების რაოდენობით – მესამე-მეოთხე ადგილზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. “ცოფზე აცრების, ანუ დაკბენის შემდეგ აცრების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ცოფის შემთხვევების მხრივ კი, საქართველო მსოფლიოში მესამე-მეოთხე ადგილზეა”, – განაცხადა მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, დაკბენების 80 პროცენტი შინაურ ცხოველებზე მოდის და არა გარეულზე. მან აღნიშნა, რომ ეს საშინელი პრობლემაა და ცოფთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია კამპანია, რომელიც მრავალმიმართულებიანი იქნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.