Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/DSC05073.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/DSC05073.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/DSC05073.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/DSC05073.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ირაკლი გოგოხია: „ჯოჯოხეთი გამოვიარე და როგორ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში ვიყო“?!
კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია გამარჯვებაში დარწმუნებულია. იგი ამბობს, რომ საზოგადოებაში მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები შეთითხნილია და 15 ივნისს გამოჩნდება არის თუ არა ის “მართალი ადამიანი“. რადიო „ათინათი“ გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი გოგოხიასთან. რადიო "ათინათი": რატომ ირაკლი გოგოხია? როგორ ფიქრობთ, რა დამსახურების მიხედვით შეგარჩიათ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ“? ირაკლი გოგოხია: პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ ეს დიდი ნდობა და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ზუგდიდში ძალიან ბევრი ნიჭიერი და ღირსეული ადამიანია, მაგრამ დღეს ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი მე ავღმოვჩნდი. ამ თემაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. რადიო „ათინათი“: ვის თვლით ყველაზე ძლიერ კონკურენტად? ირაკლი გოგოხია: „ნაციონალურ მოძრაობიდან“- თეიმურაზ ბასილაიას... რადიო "ათინათი": თუ არ ვცდები თეიმურაზ ბასილაია თქვენი მეგობარი და ოჯახის ახლობელია... ირაკლი გოგოხია: დიახ, თეიმურაზი ჩემი მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს და სხვადასხვა პლატფორმაზე ვდგავართ, თუმცა, ეს ურთიერთობაში ხელს არ გვიშლის. რადიო "ათინათი": ფიქრობთ, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებთ? ირაკლი გოგოხია: დიახ, ცალსახად. მთავრობის იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში გატარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის. თუნდაც, ეს იყოს თვითმმართველობის კოდექსის მიღება. აირჩიო მერი ნიშნავს, რომ აკონტროლო და თვითონაც მართო. ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ, პასუხისმგებლობის აღება და შეცდომები სხვას არ უნდა გადავაბრალოთ. ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქალაქის სიყვარულში. რადიო "ათინათი": ზუგდიდი თვითთმართველი ქალაქი ხდება, როგორ ფიქრობთ რა ხერხებით უნდა შეივსოს ბიუჯეტი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქალაქის განვითარებისთვის? ირაკლი გოგოხია: ადგილობრივი მოსაკრებლები და გადასახადები უფრო მეტი რაოდენობით დარჩება ადგილზე. პლუს ბიზნესის განვითარება და მოზიდული ინვესტიციები, რაც უფრო მეტი საწარმო გაიხსნება და სამუშაო ადგილები შეიქმნება, მით უფრო მეტი შემოსავალი ექნება ადგილობრივ ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეს ყველაფერი. რადიო "ათინათი": როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რას პირდება ზუგდიდელებს ირაკლი გოგოხია? ირაკლი გოგოხია: პროგრამის პრეზენტაცია ძალიან მალე მექნება, სადაც მომავალი 3 წლის პროგრამა დაწვრილებითაა გაწერილი. რადიო "ათინათი": ბატონო ირაკლი, თქვენს მიმართ რამდენიმე ბრალდება გაჟღერდა, მათ შორის „რომპეტროლთან“ და „აგრი ჯორჯიასთან“ დაკავშირებული საწვავის საქმე,რომელთანაც დაკავშირებით თქვენ გაგასამართლეს. ირაკლი გოგოხია: ამჟამად ნასამართლეობა მოხსნილი მაქვს. რაც შეეხება საწვავის საქმეს, მთელმა ზუგდიდიმა იცის, რომ ეს იყო შეთითხნილი ბრალდება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ დაიგეგმა. ვიყავი თუ არა მართალი 15 ივნისს გამოჩნდება და ამას საზოგადოება გადაწყვეტს. ათასობით მოქალაქის მსგავსად მე და ჩემს პარტნიორებსაც განცხადება გვაქვს შეტანილი პროკურატურაში. საქმეს შესწავლა სჭირდება, დაველოდოთ შედეგებს. რადიო "ათინათი": ბატონო ირაკლი, თქვენ იყავით „ახალ მემარჯვენეებში, „აღორძინებაში“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ახლო მეგობარი ხართ, მათ შორის ზაზა გოროზიასი... ირაკლი გოგოხია: 2003 წელს „აღორძინებიდან“ მეგობრების შემოთავაზებას იმიტომ დავთანხმდი, რომ მაშინ სამეგრელოში განუკითხაობა იყო. ცენტრალურ ხელისუფლებას თითქოს არ ახსოვდა ჩვენი რეგიონი და იყო საუბარი, რომ პარლამენტში ზუგდიდს ხუთი დეპუტატი ეყოლებოდა, ორი სვანეთიდან იქნებოდა, სამ დეპუტატს კიდევ დავიმატებდით და ვფიქრობდით ფრაქცია „სამეგრელო“ შეგვექმნა. აქედან გამომდინარე ,მინდოდა უფრო მეტი დახმარება გამეწია ჩემი ქალაქისთვის. შემდეგ იყო „ვარდების რევოლუცია“ და ჩემი დეპუტატობა ერთ საათში დამთავრდა. კი ბატონო, ზაზა გოროზიას და მე გვყავდა საერთო მეგობრები და გვქონდა ურთიერთობა. ახლა იძახიან ახლო მეგობრები იყვნენო... 4 წელია ზაზა გოროზიასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. რადიო "ათინათი": „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში იმყოფებით? ირაკლი გოგოხია: მე გავიარე ის ჯოჯოხეთი, რაც თქვენ ნახეთ, მაგალითად ციხის კადრები. კითხვას გისვამთ, როგორ შეიძლება მე ვიყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში ამ ყველაფრის შემდეგ? მე ჯოჯოხეთი გამოვიარე ,როგორც ზუგდიდის ციხეში, ისე გლდანის #8 საპყრობილეში. მე მგონი, გასაგებია!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.