Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/GOGA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/GOGA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/GOGA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/GOGA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ბრალდებულ გოგა ანჩაბაძის საქმეზე 5 მოწმე დაიკითხა
დღეს,გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ,გოგა ანჩაბაძის სასამართლო სხდომაზე,დაზარალებულად მიჩნეული ანა ძაპტაშვილის მეუღლე კონსტანტინე გულორდავა დაიკითხა. გულორდავას გარდა დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხა,ანა ძაპტაშვილის მამა ნუგზარ ძაპტაშვილი,კონსტანტინე გულორდავას ძმა დავით გულორდავა,გიორგი ვეკუა, გულორდავასა და ანჩაბაძის საერთო მეგობარი ირაკლი მალანია და ე.წ.შონიას ტექნიკუმში ჩასახლებული დევნილი მანანა ხასაია. კონსტანტინე გულორდავამ სასამართლოს განუცხადა,რომ გოგა ანჩაბაძეს 2013 წლის 10 ნოემბერს მომხდარ ინციდენტამდე, რამდენიმე დღით ადრე შემთხვევით შეხვდა. „გოგასთან საბავშვო ბაღიდან მაკავშირებდა მეგობრობა,ჩემი მეჯვარეა,ამიტომ შეხევდრის დროს ვუთხარი,რომ ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო,“-აღნიშნა გულორდავამ. მისი თქმით,ანჩაბაძესა და მის მეუღლეს შორის 10 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ მან 12 იანვარს მეუღლისგან შეიტყო. „ანა დარწმუნებული იყო, რომ პოლიციაში გავყვებოდი და ანჩაბაძის წინააღმდეგ განცხადებას დავწერდით,მაგრამ მე უარი ვუთხარი. ანას მონაყოლიდან ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ჩემთვის ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ასეთი მოღალატე იყო,“-აცხადებს გულორდავა. გულორდავამ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში ასევე განმარტა, რომ ბრალდებულს ადრე მასთან საუბარში ნახსენები ქონდა, რომ ე.წ.შონიას ტექნიკუმის უკანა ეზოში,(სადაც აღნიშნულ ინციდენტს ქონდა ადგილი), მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მიჰყავდა. როგორც ჩვენებიდან ირკვევა,გულორდავამ 12 ნომებერს დილით დაურეკა ირაკლი მალანიას და თხოვა,რომ ანჩაბაძე მასთან სოფელ ოდიშში მიეყვანა, გულორდავას თან თავისი ძმა ახლდა. „როგორც კი მალანიას მანქანიდან გადმოვიდა გოგა ანჩაბაძე მაშინვე მითხრა- კახა მოსაკლავი ვარ და მომკალიაო, ამის შემდეგ ძალიან ავღელდი მუშტებით ვცემე ,მანქანიდან ე.წ დანკრატი გადმოვიღე და ფეხებში დავარტყი, მერე ყური მოვაჭერი. საპატრულო პოლიციის ფორმა ეცვა, შემოვაჭერი ამის ტარების ღირსი არ ხარ მეთქი, მერე მანქანაში ჩავსვი და იმ ადგილას „დავაგდე“ სადაც ინციდენტი მოხდა.“-თქვა გულორდავამ. როგორც გულორდავასა და ანჩაბაძის საერთო მეგობარმა ირაკლი მალანიამ აღნიშნა, მან სოფელ ოდიშში მისვლამდე არ იცოდა თუ რა ხდებოდა კახასა და გოგას შორის. „მანქანით მივდიოდით, ცოტა აღელვებული მეჩვენა ანჩაბაძე. ამბობდა,ამ ბოლო დროს როგორც კი დავლევ მხეცად ვიქცევიო, მაშინ არ ვიცოდი რა ხდებოდა.“ დაცვის მხარის ერთ-ერთი მოწმე მანანა ხასია ე.წ. შონიას ტექნიკუმის შენობაში ცხოვრობს, მისი თქმით, 10 ნოემბრის საღამოს ძაპტაშვილის კივილის ხმა გაიგო, როცა გარეთ გამოვიდა ნახა, რომ ძაპტაშვილი ერთ-ერთ დევნილს ატირებული ეხუტებოდა. „გოგო ტიროდა, მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა,აღელვებული იყო, ანა სახლში შემოვიყვანეთ, შარვლის ღილი ამძვრალი ქონდა, მერე ეს კაციც შემოვიდა ეხვეწებოდა ანი სახლში წაგიყვანო, მაგრამ გოგო არ გაყვა, ძალიან შეშინებული იყო.“-აღნიშნა მანანა ხასაიამ. შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს გოგა ანჩაბაძე კონსტანტინე გულორდავამ მისი ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობის გამო სცემა და მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა. სამართალდამცავებმა იგი 2013 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. შემდეგი სასამართლო სხდომა საქმეზე მიმდინარე წლის 30 მაისს ჩაინიშნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.