Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/SAM_0227.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/SAM_0227.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/SAM_0227.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/SAM_0227.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წევრები „ ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევო შტაბს მოქალაქეების მოსყიდვაში ადანაშაულებენ
საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა, ჩიხრაძე“, კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მოქალაქეების მოსყიდვაში ადანაშაულებს.არასაპარლამენტო ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან გუნავას განმარტებით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელები, უბნის კოორდინატორებს ავალებენ იმ პირთა სიის მოძიებას,რომლებსაც საოციალური დახმარების აღდგენა და ჯარში გაწვევის გადავადება სურთ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ამ ადამიანებს დახმარებას, ხმის მიცემის სანაცვლოდ პირდებიან. „ჩვენ მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას დაინტერესდნენ ამ საკითხით და მისცენ ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება. აგრეთვე,მივმართავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკანონოდ ჩამოართვეს სოციალური დახმარება, მოგვაკითხონ ჩვენ, რათა კანონის შესაბამისად აღუდგეთ მათ სოციალური დახმარება". -განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან გუნავამ. ამასთან, ბეჟან გუნავამ ჟურნალისტებს წარუდგინა ფურცელი, სადაც ზემოაღნიშნული მოთხოვნები და დედლაინის დრო - 9 მაისი იყო ჩანიშნული. საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა, ჩიხრაძის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის ოთარ ჭითანავას თქმით, ჯარში გაწვევის გადავადების დაპირება, არა მხოლოდ მოქალაქეების მოსყიდვაა, არამედ მისივე განცხადებით, სერიოზულ დარტყმას აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას. „როცა მეზობელ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობაა, ჩვენ აქ, წვევამდელებს ჯარში გაწვევას ვუვადებთ, ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემაა“, - აღნიშნა ოთარ ჭითანავამ. კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ საარჩევნო შტაბში მსგავს თემებზე საუბარი არ ყოფილა. „მსგავსი განცხადებების გაკეთება ბეჟან გუნავასგან არ მიკვირს. მიკვირს ოთარ ჭითანავასი, მსგავის რაღაცეები მას არ ეკადრება. რაც შეეხება გუნავას, ეს მისი სტილია, ისინი ასე მოქმედებდნენ და ახლა გონიათ ჩვენც იგივეს ვაკეთებთ“, -აცხადებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.