Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/skola.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/skola.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/skola.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/skola.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
უსაფრთხო სკოლის შექმნის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლის დირექტორებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებთან გამართულ შეხვედრაზე პრიორიტეტად ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლების ეზოს პერიმეტრის აღდგენა დასახელდა. ასევე პრიორიტეტი , სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებითი სატრანსპორტო ხაზის გამოყოფას და მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას მიენიჭა. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის გონელ პაპავას განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მე- 4 ,მე-8 მე-11და მე-10 საჯარო სკოლებს პერიმეტრი არ ქონდა შემოსაზღვრული, იგივე პრობლემა სოფლის სკოლებსაც აღმოაჩნდათ. რესურსცენტრის ინივიატივით ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად მე-8 საჯარო სკოლას 220 სიგრძულ მეტრზე აღუდგა პერიმეტრი, მე-11 სკოლას 214 სიგრძულ მეტრზე, ხოლო მე-10 სკოლაში სამუშაოები ახლა იწყება. რესურს-ცენტრის ინფორმაციით, კედლების ჩამოშლის საფრთხის წინაშე იდგა ჯიხაშკარის 1-ელი საჯარო სკოლა, რომელსაც საჭირო თანხა უკვე გადაერიცხა. "ამ ეტაპზე 15 სოფლის 618 მოსწავლე დამატებითი სარანსპორტო ხაზით სარგებლობს. მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანა სკოლის ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორცილებს. ამ მხრივ დარჩენილი იყო დამატებითი ხაზები, რომელიც რესურსცენტრის ინიციატივით ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით იქნა დაფინანსებული"-აღნიშნავს გონელ პაპავა. ამჟამად მე- 6 საჯარო სკოლისთვის 13 200 ლარია დარიცხული, რომელიც სააქტო დარბაზის აღდგენას უნდა მოხმარდეს, ფინანსდება ასევე  მე-9 სკოლაში გათბობის დამონტაჟებაც. გონელ პაპავა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სკოლებს „უსაფრთხო სკოლის შექმნის ქვეპროგრამასთან“ დაკავშირებით შესაბამისი პროექტების განხორცილების საფუძველზე სასწავლო პროცესის სრულყოფილად ჩატარების საშუალება მიეცემათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.