Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/x4_2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/x4_2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/x4_2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/x4_2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"გამჭვრივალობა" - საკრებულოს ფრაქციების საქმიანობას მუნიციპალიტეტებისთვის სარგებელი არ მოუტანია (video)
“საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი საკრებულოს ფრაქციების რაოდენობის და მათ მიერ ინიცირებული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, რეგიონის 8 მუნიციპალიტეტსა და თვითმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოში 61 ფრაქციაა შექმნილი, რომელთა ნაწილს, 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე, არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია. გამონაკლისს მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოადგენს, სადაც 2013 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ფრაქციების მიერ ორჯერ მოხდა კონკრეტული საკითხების ინიცირება. “საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო”- ს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას განცხადებით, ფრაქციათა უმეტეს ნაწილს რაიმე სახის სარგებლობა მუნიციპალიტეტისთვის არ მოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს მათი შენახვა სოლიდური თანხა უჯდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოებში სულ 228 წევრია, ამათგან 125 ანაზღაურებად თანამდებობაზეა. კერძოდ - 9 საკრებულოს თავმჯდომარე, 10 - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, 45 - საკრებულოს კომისიათა თამჯდომარეები და 61 - საკრებუოს ფრაქციების თავმჯდომარეები. აღსანიშნავია, რომ ფრაქციების უმეტესობა (48 ფრაქცია) 2012-2013 წლებშია შექმნილი (2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ). ყველაზე მეტი - 11 ფრაქცია კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფუნქციონირებს. ფრაქციათა თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურება მესტიის მუნიციპალიტეტში 1000 ლარია, თვითმმართველ ქალაქ ფოთში 1500 ლარი, ყველა სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმდჯომარის ხელფასი კი 1350 ლარითაა განსაზღვრული. გარდა ხელფასისა და პრემიისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების სარგებლობაშია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი, მათთვის გამოყოფილია საწვავის ლიმიტი და ხარჯები სატელეფონო კომუნიკაციისათვის. „შეიძლება დავსკვნათ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ფრაქციათა თავმჯდომარეები მხოლოდ უწყვეტად იღებენ ხელფასს, თუმცა, ამავდროულად მათ საქმიანობას რაიმე სახის სარგებლი მუნიციპალიტეტებისათვის არ მოუტანია. მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის და მისი თავმჯდომარის აქტივობები გარკვეული სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი მიმართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე, რათა ფრაქციის და მისი თავმჯდომარის მიერ გაწული საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან,“- აღნიშნა არჩილ თოდუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.