Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/marwyvis-torti2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/marwyvis-torti2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/marwyvis-torti2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/marwyvis-torti2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მარწყვის ტორტი
რეცეპტის ინგრედიენტები:
  • 1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი (500 მლ რძისთვის)
  • 450 მილილიტრი რძე
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 100 გრამი დარბილებული კარაქი
  • 50 გრამი შაქრის პუდრა
  • 600 გრამი მარწყვი
  • 40 გრამი თხლად დაჭრილი ნუში
  • 40 გრამი ნახევრად მწარე შოკოლადი
  • 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ჯემი
მასალა ფხვიერი ცომისთვის:
  • 100 გრამი დარბილებული კარაქი
  • 60 გრამი შაქარი
  • 1 კვერცხის გული
  • 180 გრამი ფქვილი
მასალა ბისკვიტისთვის:
  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 120 გრამი შაქარი
  • 80 გრამი ფქვილი
მასალა მინანქრისთვის:
  • 250 მილილიტრი წითელი ხილის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 პაკეტი ტორტის უფერო მინანქრის ფხვნილი
  • 40 გრამი თხლად დაჭრილი ნუში
  1. პუდინგის ფხვნილს შეურიეთ ცოტაოდენი რძე, დანარჩენი რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, დაამატეთ პუდინგის ფხვნილიანი რძე. წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. თან დროდადრო ურიეთ, რომ თავი არ გაუშრეს. 2. გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ კვერცხის გული, ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და აცხვეთ 175°-ზე 15 წუთი. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და დადეთ ცხაურზე გასაცივებლად. 3. ფორმაში ისევ ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, შეურიეთ შაქარი და კვერცხის გული. დაუმატეთ ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ. ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 25 წუთი. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ ქაღალდი და აცადეთ ბოლომდე გაცივება. 4. კარაქს და შაქრის პუდრას ურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცივებული პუდინგი. კარაქი და პუდინგი ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს. მიღებული კრემი დადგით გრილ ადგილას. 5. მარწყვი გარეცხეთ და შუაზე დაჭერით. ნუში ოდნავ მოხალეთ უცხიმოდ. შოკოლადი დატეხეთ, ორთქლზე გაადნეთ და წაუსვით ფხვიერი ცომისგან გამომცხვარ ფირფიტას. დააფარეთ ბისკვიტი, ზემოდან წაუსვით ფორთოხლის ჯემი, გვერდებზე და ზედაპირზე წაუსვით კრემი და მოაწყვეთ მარწყვი. 6. ხილის წვენს შეურიეთ შაქარი და ტორტის მინანქრის ფხვნილი. პაკეტზე მოთავსებული მიტითებების მიხედვით მოამზადეთ ტორტის მინანქარი და წაუსვით ნამცხვარს. გვერდები მორთეთ თხლად დაჭრილი ნუშით.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.