აფხაზური ოპოზიცია ანქვაბის გადადგომას და რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციას ითხოვს
აფხაზური ოპოზიციის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე იმ შემთხვევაში წავა, თუ მათი მოთხოვნა, ალექსანდრე ანქვაბის გადადგომასთან დაკავშირებით განიხილება.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინტერფაქსი“ ავრცელებს.
“თუ მოლაპარაკებები შეეხება შესაბამისი ნაბიჯების გადადგომას, მაშინ დიალოგის შესაძლებლობა არის. ხოლო, თუ იქნება საუბარი მხოლოდ საუბრისთვის, დროის გასაყვანად, ამას აზრი არ აქვს”, – აღნიშნა ხაჯინბამ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოპოზიცია ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას და რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითხოვს. აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებს სოხუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა და ტელევიზია ამ დრომდე დაკავებული აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები