Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/ss.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/ss.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/ss.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/ss.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს , ზუგდიდში, გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასზე, გასულ წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგია განიხილეს. შეხვედრას გუბერნიისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. აქვე, სამგერელო-ზემო სვანეთის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და რეგიონის განვითარების სტრატეგიის ამსახველი, ორი ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე, თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გელა სვირავამ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის მოკლე ანალიზი გააკეთა. მისი განმარტებით, რეგიონში ტურიზმის განვითარების კარგი შესაძლებლობებია და წელს, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, აქ 400-500 ათასს ტურისტს ელოდებიან. სვირავას თქმით, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა სოფლის მეურნეობაში, მიუხედავად ამისა, რეგიონს აქვს შესაძლებლობა 1,5 მილიარდი ლარის პროდუქცია აწარმოოს. „სოფლის მეურნეობაში დღევანდელი მონაცემებით 300 ლარის პროდუქცია იწარმოება, რაც დაბალი მაჩვენებელია ჩვენს შესაძლებლობებთან შედარებით. ძალიან დიდი პერსპექტივები შეიძლება გაუჩნდეს ამ დარგს, თუ დავნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს“, -აღნიშნა გელა სვირავამ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ჯიქიამ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებია პრიორიტეტული, კერძოდ, წყალმომარაგება და გზების რეაბილიტაცია. მისივე თქმით, რეგიონისთვის ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, რომელიც ტობავარჩხილის , მუხურისა და ლუგელას ხეობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. სამეგრელო - ზემო სვანეთის 2014 - 2021 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგია მთავრობამ გასულ წელს დაამტკიცა. მასზე ექსპერტებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გუბერნატორის ადმინისტრაციასთან შექმილი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა. რეგიონის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებისას, რამდენიმე საკითხი გამოიყო: კარგად განვითარებული ტექნიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, მზარდი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის სექტორი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მაქსიმალურად გამოყენება, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მატერიალური აქტივებისა და ბუნებრივი რესურსების სწორი მართვა, სამრეწველო პოტენციალის სტიმულირება, სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.