Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/ყ.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/ყ.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/ყ.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/ყ.jpg" not exists.
რუბრიკები
პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ დათა ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა მოუწევს
დათა ახალაიას საბერძნეთიდან საქართველოში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ გუშინ საბერძნეთის რესპუბლიკის პატრას სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატრას პროკურატურას დაევალა საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, რაც უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საბერძნეთის მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის მიღების შემდეგ. ამასთან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დავით ახალაიას მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. გირაოს თანხად განისაზღვრა 100 000 ევრო. გარდა ამისა, დავით ახალაიას აეკრძალა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება და დაეკისრა ვალდებულება კვირაში ერთხელ გამოცხადდეს შესაბამის პოლიციის ორგანოში, სანამ საბერძნეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დავით ახალაიას ექსტრადიციის შესახებ. ,,გვსურს აღვნიშნოთ, რომ დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის რესპუბლიკის პატრას სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია. საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ექსტრადიციის საკითხის განხილვა გაგრძელდება საბერძნეთის მხარისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ“ ,_ აღნიშნულია პროკურატურის განცხადდებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.