Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC05649.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC05649.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC05649.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC05649.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თეიმურაზ ქარჩავა - ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებას ერთად ვიზეიმებთ (ვიდეო)
„ანაკლიის პორტის“ მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ ბიზნესმენმა თეიმურაზ ქარჩავამ რადიო „ათინათს“, ანაკლიის ბიზნეს ფორუმზე განუცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და მას ამ პროექტის განხორციელებაში ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი აქვს. „ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ყავს  სრულფასოვანი პარტნიორები, რომლებიც რეალურად მზად არიან მოქმედებაში მოიყვანონ ამ პროექტის დაფინანსების საკითხი. პორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში აუცილებლად დაიწყება ,დასრულებას ერთად ვიზეიმებთ“, - ამბობს თეიმურაზ ქარჩავა. მისივე განმარტებით, ამ „ანაკლია პორტის“ პროექტის ირგვლივ  შექმნილია კონსორციუმი, რომლის წევრები არიან: ამერიკის, ინგლისის, სინგაპურისა და საუდის არაბეთის კომპანიები. ამასთან, თეიმურაზ ქარჩავა ანაკლიაში ორი 44 სართულიანი ფინანსური და სასტუმრო ცენტის მშენებლობას გეგმავს, სადაც 130 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ანაკლიაში სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ნებართვა შპს „ანაკლია პორტმა“, რომლის ხელმძღვანელი თეიმურაზ ქარჩავა იყო,  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის № 732 განკარგულების საფუძველზე მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 20013 წელს უნდა დასრულებულიყო და მასში 5–6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო. პროექტი „ანაკლია პორტი“ საზღვაო ნავსადგურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული და საინჟინრო მომსახურების მშენებლობას მოიცავდა. მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, რადგან, როგორც ქარჩავა ამბობს, მის საკუთრებაში ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები შეიჭრნენ და „ლაზიკა პორტის“ მშენებლობა დაიწყეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის სექტემბის თვეში შპს „ანაკლია პორტს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უჩივლა. უწყება შპს-გან 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „ანაკლია პორტს“ 240 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.