Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC05642.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC05642.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC05642.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC05642.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ბიზნეს ფორუმი „ანაკლია 2014“ დღეს დასრულდება (ვიდეო)
საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ანაკლია 2014“ დღეს დასრულდება. შეხვედრის ორგანიზატორები, ფორუმის შედეგებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასეულობით მილიონი ლარის პროექტების განხორციელება იგეგმება. გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსის დათო კოდუას თქმით, პროექტების პრეზენტაციის შემდეგ, პოტენციურ პარტნიორებთან B2B ფორმატში შეხვედრის სურვილი, დაახლოებით,  25-მდე კომპანიამ გამოოთქვა. „დაინტერესება არის სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის ლითონის გადამუშავების, სიმინდის წარმოების, მდინარის კალაპოტის ნარჩენების გადამუშავების და ა.შ.“, - ამბობს დათო კოდუა. შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ანაკლია 2014“ გუშინ გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ 30-მდე ქვეყნის ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები, არსებული და პოტენციური ინვესტორები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.  ფორუმის მიზანი იყო, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სხვადასხვა სწრაფად მზარდ სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორების უკეთ ინფორმირება. ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიის გამართვას. ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციამ და საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.