Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/preview.php_3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/preview.php_3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/preview.php_3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/preview.php_3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"ნაციონალური მოძრაობა" მათი პარტიის ოფისში შეჭრილი "ქართული ოცნების" აქტივისტების სიას აქვეყნებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში მათი პარტიის ოფისში შეჭრილი "ქართული ოცნების" აქტივისტების სიას აქვეყნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს მთავრობა ჩვეულ სტილში ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამტკიცებს რომ , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბში შეჭრის მცდელობასთან მას საერთო არაფერი აქვს. მთავრობის სიტყვა და საქმე ამ, ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში, საპირისპიროა. მთავრობის სასოწარკვეთა ლოგიკური, თუმცა უგუნურია - 15 ივნისის არჩევნებში მარცხის თავიდან ასაცილებლად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინა "ქართული ოცნების" ადგილობრივი აქტივისტების, ლიდერებისა და საჯარო მოხელეთა იდენტიფიცირება რომლებმაც დღეს სცადეს ჩვენს ოფისში შეჭრა და მიმართეს ძალადობას. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მსუბუქი დაზიანება სახის არეში მიაყენეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას. "ქართული ოცნების" აქტივისტები ასევე ისროდნენ ქვებს და ცდილობდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის საქმიანობისთვის ხელის შეშლას. დარბევაში აქტიურობდნენ: ედემი კეკუტია - სოფ. ჩხორიის გამგებელი, საშა მალანია - ზუგდიდის ფოსტის უფროსის მოადგილე, მანუჩარ მალანია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, მალხაზ მალანია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, მარიამ აბსალავა -"ქართული ოცნების" აქტივისტი, ლევან კუკავა - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ნანა წითლიძე - რაიონული საავადმყოფოს ექიმი, თენგო აბულაძე - "ქართული ოცნების" აქტივისტი, გოგა ღადუა - "ქართული ოცნების" აქტივისტი, მიშა ჯანაშია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, დავით სორდია - რეგიონული ფოსტის უფროსი, მურად ლაგვილავა - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ზურაბ გოგსანია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ზაზა ზარანდია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ბექა ჯიქია - "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, გიგა სიჭინავა - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ზურაბ კოზუა - სოფ. ახალსოფლის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი სალია - ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, მალხაზ მესხია - "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მურთაზ ჩიქავა - სამხედრო აღრიცხვის განყოფილება. ამ ადამიანების მხრიდან კოორდინირებული და ძალადობრივი შემოტევის განხორციელება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისზე მთავრობის უმაღლესი ეშელონების მითითების გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში. ამა თუ იმ რეგიონში არჩევნებში გარდაუვალი მარცხი - რაც მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებითა და ნაციონალური მოძრაობის წარმატებული განახლებითაა განპირობებული - არ უნდა გახდეს კონკურენტების ძალადობრივი გზით ჩამოცილების მიზეზი. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს", - აღნიშნულია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.