Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC058171.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC058171.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC058171.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC058171.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ლევან კონჯარიამ ს/კ „ზუგდიდთან“ დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ გულშემატკივრებს ცრუ დაპირებებს აძლევენ. „იძლევიან დაპირებებს, რომ გუნდს დავაბრუნებთ უმაღლეს ლიგაში, სტადიონს ვაშენებთო. გუნდის ლიგაში დაბრუნება არის მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის საქმე და არავითარ შემთხვევაში რომელიმე პარტიის“, - აცხადებს კონჯარია. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ „ზუგდიდის“ ყოფილ მწვრთნელზე ოთარ გაბელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაბელია კლუბიდან იმიტომ წავიდა, რომ მას ხელფასის სახით 2000 ლარზე მეტი არ გადაუხადეს. „ოთარ გაბელია ჩვენ არ მოგვიხსნია. მას კლუბის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მალხაზ ჭეჟიამ 2000 ლარზე მეტი არ გადაუხადა და როგორც გვაქვს ინფორმაცია მან კლუბი დატოვა“, - აღნიშნა ლევან კონჯარიამ. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ამომრჩევლებისთვის ს/კ „ზუგდიდის“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების დაპირება აბსურდია. „ფეხბურთის გულშემატკივებმა და ვისაც ფეხბურთი აინტერესებს ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კლუბის უმაღლეს ლიგაში დარჩენა არ დარჩენის საკითხი მხოლოდ ფედერაციის გადასაწყვეტია. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, „ზუგდიდი“ ლიგაში რჩება, რადგან უმაღლესი ლიგა 16 გუნდიანი გახდება“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა მერი შენგელაიამ. საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ყოფილი ხელმძღვანელი მალხაზ ჭეჟია ამბობს, რომ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მწვრთნელს 3000 ლარზე მეტს ვერ გადაუხდიდნენ. „ჩვენ ოთარ გაბელიას შევთავაზეთ 3000 ლარი და არა 2000 ლარი, როგორც კონჯარია ამბობს. ოთარ გაბელია ითხოვდა 5000 ათასს და ამის საშუალება გუნდს ნამდვილად არ ჰქონდა“,-განაცხადა მალხაზ ჭეჟიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.