Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0004.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0004.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0004.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0004.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბი დაზვერვის ოფიცრის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში, კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას საქმის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს. „ეს უკანასკნელი დღეები საგრძნობლად დაიძაბა პოლიტიკური გარემო ზუგდიდში. კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმის გახსნამ გამოიწვია ბუნებრივი რეაქცია, როგორც ოჯახის წევრებში ასევე, მოსახლეობის დიდ ნაწილში. მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი უარყოფითად აფასებს. უცნაურია, მაგრამ  „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის მცდელობა ეს ტრაგიკული ფაქტი გამოყენებულ იქნას წინასაარჩევნო პოლიტიკური ავანტიურის ისტრუმენტად. „ქართული ოცნება“ პატივს სცემს გარდაცვლილის ხსოვნას, მის  ოჯახის წევრებს და არ აპირებს აყოლას ამ უმსგავსოებაში. საქმეზე დადგება მალე სასამართლო  განაჩენი და ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება“, - აღნიშნულია შტაბის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ გააცნო. მისივე განმარტებით, ყველა საერთაშორისო გამოკვლევაში, მათ შორის, ე.წ „კარდაკარის“ შედგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია. „ბუნებრივია ეს აშფოთებს ჩვენს ოპონენტებს და ისინი სრულიად მიუღებელი ფორმით გადადიან პროვოკაციებზე და ბრალდებებზე. არჩევნების დღე - 15 ივნისი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და დაასრულებს ამ უმსგავსობას. აქედან გამომდინარე, მოუწოდებ  ჩვენს მხარდამჭერებს  მშვიდად მივყვეთ არჩევნების პროცესს“, - არნიშნა მერაბ ქვარაიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრების დაწყებისთანავე, ასევე  ბოლო დღეების მანძილზე, მათზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელა. „იმ დღეს, ქარდავას ოჯახის წევრები მოსულები იყვნენ თენგიზ გუნავასთან, ჩვენ მათ დილას შევხვდით და ვისუბრეთ. ვწუხვარ, რომ პრემიერი კვლავაც იყენებს, როგორც რაფალციანის ოჯახების ტრაგედიას თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ქარდავას ოჯახი გაჩერდა, რადგან მიხვდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ამ საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“, - თქვა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ. ცნობისთვის, კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან აქციები გამართეს. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. ქარდავას ოჯახის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის თენგიზ გუნავას გადადგომას ითხოვდნენ. ერთ-ერთ დაპირისპირებაში, ქარდავას ოჯახის წევრებისა და ახლობებთან ერთად, „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც იმყოფებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.