Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_00071.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_00071.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_00071.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_00071.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია - სამეგრელოს გუბერნატორმა ერთ-ერთ ბიზნესმენზე მითხრა, თუ მას პრობლემები შეექმნებოდა, პრემიერთან "უკანა კარებიდან" შეიყვანდა (ვიდეო)
დღეს, მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ,  ზუგდიდის ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა პრესკონფერენცია, რომელიც  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას ეხებოდა.  ჯგუშიამ გუბერნატორს რამდენიმე ბრალდება წაუყენა. მათ შორის: წყლის მილების საქმესთან კავშირი, არჩევნების პროცესებში უხეში ჩარევა, ბიზნეს-ფორუმის - „ანაკლია 2014“-ის გაუმჭვირვალობა და სხვ. „ შარშან, როდესაც   „სამეგრელოს ხმას“ ვაყალიბებდი, შონიას შევხვდი და ვუთხარი, თუ რა გეგმები მქონდა კანონის გაძლიერების მიმართულებით. მე და შონიამ ბევრ რამეზე გავცვალეთ აზრები და ბოლოს გამომშვიდობებისას მან მკითხა ერთ მეგრული გვარის მქონე, საქართველოში ძალიან ცნობილ ბიზნესმენთან დაკავშირებით. ეს ბიზნესმენი გახლავთ ჩემი და შონიას საერთო ნაცნობი. შონიამ მითხრა, ამ ადამიანს თუ რაიმე პრობლემა შეექმნებოდა და თუ მე მას ვნახავდი, გადამეცა, რომ შონია მას "უკანა კარებიდან" შეიყვანდა ბატონ ღარიბაშვილთან. მე მას ვუთხარი, რომ ამ ადამიანს ასეთ რამეს ვერ ვაკადრებ მეთქი. ამის შემდეგ შონიასთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე, “- თქვა თენგიზ ჯგუშიამ. მისივე თქმით, ის ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ბიზნესმენის ვინაობის დასახელებისგან და ამბობს, რომ გუბერნატორს რამდენიმე დღეს აძლევს, რათა თავად დაასახელოს ამ ბიზნესმენის ვინაობა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ღამე არ დავასვენებ შონიას განზრახვებისთვის, რაც მას ბიზნესმენებისთვის "წილებში ჩაჯდომის“ მიმართულებით აქვს ნაფიქრი“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია „სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.