დევნილების ნაწილი ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატებს შეხვდა (VIDEO)
დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატები დევნილებს შეხვდნენ და მათ საარჩევნო პროგრამები გააცნეს. შეხვედრა, რომლის ძირითადი მიზანი იყო დევნილების პოლიტიკური უნარ-ჩვევების ამაღლება და მათი ინფორმირებულობა , დევნილთა ქსელის “სინერგია” და ორგანიზაციის „სამეგრელო – მედეა“ინიციატივით გაიმართა.
დევნილებმა გამგებლობის კანდიდატებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რომლებიც, ძირითადად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და განსახლების პროცესს ეხებოდა. შეხვედრა პროექტის „ დევნილთა გაძლიერება თანამშრომლობითა და ინფორმირებულობის გზით“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები